ღამე შეჭამს მსოფლიოს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ღამე შეჭამს მსოფლიოს
დამდგმელი რეჟისორი დომინიკ როშე
პროდიუსერი
  • კაროლ სკოტა
  • სიმონ არნალი
  • კაროლინ ბენიუ
სცენარის ავტორი
  • ჯერემი გეზი
  • გიომ ლემანი
  • დომინიკ როშე
ეფუძნება მარტენ პაჟი — „ღამე შეჭამს მსოფლიოს“
როლებში
კომპოზიტორი დავიდ გუბიჩი
ოპერატორი ჯორდან შუზენუ
მწარმოებელი კომპანია Haut et Court
გამოსვლის თარიღი 13 იანვარი, 2018
ხანგრძლივობა 94 წუთი[1]
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ფრანგული

ღამე შეჭამს მსოფლიოს (ფრანგ. La nuit a dévoré le monde) — 2018 წლის ფრანგული საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია დომინიკ როშე, პროდიუსერები არიან კაროლ სკოტა, სიმონ არნალი, კაროლინ ბენიუ, სცენარისტები — ჯერემი გეზი და გიომ ლემანი. მონაწილეობენ: ანდერს დანიელსენ ლიე, გოლშიფთე ფარაჰანი, დენი ლავანი. დაფუძნებულია მარტენ პაჟის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის მთვარი გმირია სემი. წვეულების მეორე დღეს იგი აღმოაჩენს, რომ პარიზი მოიცვა ზომბებმა და ცდილობს გადაურჩეს ზომბი-აპოკალიპსს.

„ღამე შეჭამს მსოფლიოს“ პრემიერა გაიმართა ანჟის კინოფესტივალზე 2018 წლის 13 იანვარს, ხოლო, საფრანგეთის კინოთეატრებში ნაჩვენები იქნა 2018 წლის 7 მარტს.

ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტზე Rotten Tomatoes ფილმის საერთო რეიტინგია 83% (31 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mintzer, Jordan. (7 მარტი, 2018) 'The Night Eats the World' ('La Nuit a devore le monde'): Film Review. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  2. The Night Eats the World (La nuit a dévoré le monde) (2018). Rotten Tomatoes. Fandango Media. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2018.