ღადა კარმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღადა კარმის ლექცია მანჩესტერის უნივერსიტეტში, 2008 წლის ანტი-აპარტეიდის კვირეულის დროს

ღადა კარმი (არაბ. غادة كرمي‎‎; დ. 1939, იერუსალიმი) — პალესტინელი მედიცინის დოქტორი, მწერალი და აკადემიკოსი. ხშირად წერს პალესტინის საკითხებზე გაზეთებსა და ჟურნალებში, მათ შორის გარდიანში, The Nation-სა და Journal of Palestine Studies-ში. არის ექსეტერის უნივერსიტეტში არაბული და ისლამური კვლევების ინსტიტუტის თანაშემწე და ლექტორი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარმი დაიბადა იერუსალიმში, მუსლიმურ ოჯახში. მამამისი, ჰასანი პალესტინელი არაბი იყო, ხოლო დედა სირიელი. მის 2002 წლის ავტობიოგრაფიაში „ფატიმას ძებნაში: პალესტინის ისტორია“, იგი აღწერს როგორ იზრდებოდა იერუსალიმის კატამონის სამეზობლოში, სადაც ერთად ცხოვრობდნენ პალესტინელი ქრისტიანები და მუსლიმები. მისი ოჯახი 1948 წელს იერუსალიმიდან გაიქცა, როდესაც მათი ოჯახის აგარაკი ისრაელმა დაიპყრო. 1983 წელს New York Times-მა მათი აგარაკი შეიძინა და მასში თავისი სტუდია გახსნა. კარმის ოჯახმა მათი ქონების კონფისკაციისთვის რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია.[1] ოჯახი საბოლოოდ ლონდონის გოლდერს გრინის რაიონში, ებრაულ სამეზობლოში დასახლდა, სადაც მამამისი ჰასანი BBC-ის არაბულ სერვისში მუშაობდა.

1964 წელს დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა და გახდა მედიცინის დოქტორი. თავდაპირველად კარმი მუშაობდა ექიმად და ემსახურებოდა ეთნიკურ უმცირესობებს, მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების ჯანმრთელობისა და სოციალურ მდგომარეობაზე.[2] 1972 წლიდან აქტოურია პალესტინის მოძრაობაში.მოგვიანებით ლონდონის უნივერსიტეტის არაბული მედიცინის ისტორიის განხრით დოქტორის წოდებაც მიიღო.[3]

1998 წელს, მან 1948 წლიდან პირველად მოინახულა თავისი ბავშვობის სახლი კატამონში.

არის ლონდონის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის თანაშემწე და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი ასევე არაბულ-ბრიტანული ურთიერთობების საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა.[4]

ბიბლიოგრაფია ინგლისურ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფილიპ ვეისი, 'Ghada Karmi visits the ‘New York Times’ reporter in her former house in Jerusalem,' Mondoweiss 1 დეკემბერი 2015.
  2. University of Adelaide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-17. ციტირების თარიღი: 2017-07-13.
  3. open democracy
  4. Royal Society for the encouragement of Arts, Manufactures and Commerce (RSA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-29. ციტირების თარიღი: 2017-07-13.