ღაბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღაბახი, იგივე ნიშანში სროლაფშავ-ხევსურეთში გავრცელებული სპორტული თამაში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თოფითა და მშვილდ-ისრით სროლაში. იმართებოდა დიდი მარხვის მეორე კვირის შაბათ დღეს ახალი მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად („სულთკრება“). მონაწილეობდა თითქმის მთელი სოფელი. აცხობდნენ სხვადასხვა ფორმის ხმიადებს და მიჰქონდათ მიცვალებულის ოჯახში. ჭირისუფალი ამ პურებს ფიცარზე დადებდა და გვერდით მიუწყობდა არყის ბოთლს, მატყლს, წინდებს, მარილსა და ა. შ. მონაწილენი პურებს ესროდნენ და ვინც მოარტყამდა, გვერდით მდგარი ჯილდოც მას ეკუთვნოდა. ვაჟა-ფშაველას  განმარტებით ღაბახი არის „ნიშანი თოფის სასროლად რომელსაც დგამენ 400-500 ნაბიჯზე... ღაბახისთვის თოფის სროლა მკვდრის საცხონებელ საშუალებად არის ხალხის მიერ ცნობილი...“ („ფშაველი და მისი წუთისოფელი“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 544, თბ., 2006