ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
| ქურმუხის ეკლესიის ხედი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 41°23′20″ ჩ. გ. 46°55′17″ ა. გ. / 41.38889° ჩ. გ. 46.92139° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| რაიონი | კახი |
| სტატუსი | უმოქმედო |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული ტიპი | ჯვრული |
| დეტალები | |
| მასალა | აგური |
|
| |
| ტაძრის გეგმა | |
| ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში. მდებარეობს მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე. კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე. იგი საინგლოს (ისტორიული ჰერეთის) ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ქურმუხის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ჯერჯერობით არ ტარდება, იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობებზე) იღება მომლოცვეელებისათვის და აღესრულება პარაკლისი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქურმუხის ეკლესიის აშენების, აღმშენებლის და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. დღევანდელი ეკლესია აშენდა ძველი დანგრეული ტაძრის ნაცვლად 1890-იან წლებში არქიმანდრიტ (შემგომში კათოლიკოს-პატრიარქის) ლეონიდეს ხელმღვანელობით[1].
ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე. წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. აქ აღწერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმეს მის იურისდიქციაში მყოფ სხვადასხვა ეპარქიაში მოგზაურობა, მათ შორის გიშ-ქურმუხის ეპარქიაშიც. აღნიშნული მოგზაურობის დროს პატრიარქმა ექვთიმემ მოინახულა გიშ-ქურმუხის ეპარქიის ეკლესიები და ქურმუხის მთავარეპისკოპოსს კირილე დონაურს ყველა ეკლესიისთვის სახარების გადაწერა დაავალა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქურმუხის ტაძრის გეგმა წარმოადგენს ჩაწერილი ჯვრის ტიპს გარე კედლების სწორკუდხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი აშენებულია კარგად გამომწვარი წითელი აგურისაგან, კირის დუღაბზე. კედლებში გამოყენებულია აგრეთვე ქვებიც; ფრონტონები და გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. ძირითადი სამშენებლო ერთეული კვადრატის მოხაზულობის თხელი აგურია.
ფოტო გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქურმუხის ეკლესიის გუმბათი
- ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
- ქურმუხობა, მსვლელობა წმინდა გიორგის ეკლესიისკენ
- ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, გიორგობა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. კობახიძე., თ. ბეჟიაშვილი, ჰერთა ქვეყანა, თბ., 2008
- ქურმუხის ტაძარი, ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15, თბ., 2007
- გ. მარჯანიშვილი, ჰერეთი, თბ., 2005
- ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947
- ადამია ი., „ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“ // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-50
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, როინ მეტრველის რედაქტორობით, ნეკერი, 2000
