შინაარსზე გადასვლა

ქურმუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქურმუხისაქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონის ცენტრის ქალაქ კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე. შუა საუკუნეებში აქ საეპისკოპოსო კათედრალი იყო. ქურმუხის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა აგრეთვე ჰერეთის მთიანეთისა და წახურის (დაღესტანში) მრევლი. XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას I-მა ჰერეთის აღმოსავლეთი თემი კაკი ქურმუხითურთ ჩამოართვა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს და წახურელ ლეკებს გადასცა, რომელნიც აქ საბოლოოდ XVIII საუკუნის I მეოთხედიდან გაბატონდნენ. ქურმუხი მოსწყდა კახეთის სამეფოს. შემდგომ იგი უკვე საინგილოს მნიშვნელოვანი პუნქტია. შემორჩენილია XIX საუკუნის[1] ეკლესია „ქურმუხის წმინდა გიორგი“. იგი როგორც ქართულ, ისევე მუსლიმანური მოსახლეობის წმინდა ადგილად ითვლებოდა.

  • ადამია ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგნ. 3 (საინგილო), თბ., 1979;
  • პაპუაშვილი თ., ჭარბელაქანი, თბ., 1972;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, როინ მეტრველის რედაქტორობით, ნეკერი, 2000