ქურთის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქურთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

ხრიკულთუბანის დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით შემორჩენილია მკვეთრად ნალისებრი ფორმის აბსიდის სამხრეთი ნაწილი, რომელსაც მძლავრი, ორსაფეხურიანი მხარი გააჩნია. ჩრდილოეთი კედელი ნაწილობრივ ჩამონგრეულია, საძირკველიც კი არ იკითხება. ეკლესიის გრძივ კედლებზე გადადის შირიმის ქვის კედლის თაღები. თაღები პილასტრებს და კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთის ფართე შესასვლელი არქიტრავულია. შესასვლელის თავზე მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. ეკლესიას გარშემოსავლელი ჰქონდა, რომელიც ამაჟამად დაზიანებულია. ჩანს მხოლოდ მისი საძირკველი. ეკლესიის ტერიტორიაზე ვიპოვეთ თიხის მოწითალო ფილა, რომელზედაც წმინდანების ფიგურებია გამოსახული. ფილა რამდენიმე ნაწილადაა გატეხილი. იგი გადაეცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 184