ქურთისტანის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ქურთისტანის მაზრა
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ადმ. ცენტრი ლაჩინი
დაარსდა 7 ივლისი, 1923
გაუქმდა 8 აპრილი, 1929

ქურთისტანის მაზრა (რუს. Курдистанский уезд; აზერ. Kürdüstan qəzası[1]), ასევე ცნობილი იყო როგორც წითელი ქურთისტანი (რუს. Красный Курдистан; აზერ. Qızıl Kürdüstan; ქურთ. Курдьстана Сур) — ყოფილი საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული ერთეული , რომელიც სულ ექვსი წლის მანძილზე არსებობდა, 1923 წლიდან 1929 წლამდე. იგი აზერბაიჯანის სსრ-ის ნაწილი იყო. მისი ადმინისტრაციული მდებარეობდა ქალაქ ლაჩინში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქურდისტანის მაზრა დაარსდა 1923 წლის 7 ივლისს. რეგიონში ქურთების უმეტესი ნაწილი იყო შიიტი მუსულმანი, განსხვავებით ნახიჩევანის მაზრაში მხოვრებლებისა და შუა აღმოსავლეთის სხვა რაიონებში განსახლებულ სუნიტი ქურთებისგან. 1926 წლის საბჭოთა აღწერის თნახმად, უეზდში მოსახლეობა საერთო ჯამში 51 426 ადამიანს შეადგენდა, აქედან ეთნიკური ქურთების რაოდენობა მთელი მოსახლეობის 72,3%-ს ან 37 182 მოსახლეს შეადგენდა. ამავე აღწერის თანახმად, უეზდის მოსახლეობის 92,5% მათ მშობლიურ ენად მიიჩნევდა აზერბაიჯანულ ენას.[2]

1929 წლის 8 აპრილს მაზრა დაიშალა. 1930 წლის 30 მაისს ამავე ადგილზე კვლავ დაარსდა ქურთისტანის ოკრუგი. ოკრუგის ტერიტორიის შემადგენლობაში შედიოდა როგორც ყოფილი უეზდის ტერიტორია, ასევე მთელი ზანგილანის ოლქისა და ჯაბრაილის რაიონის ნაწილი. ოკრუგის შექმნა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მეზობელ ირანისა და თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქურთების კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რათა ესარგებლა ამ ქვეყნებში ქურთული მოძრაობებით. შემდგომში, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის გამო, რომელიც გულისხმობდა რომ ქურთული მოძრაობის ღია მხარდაჭერამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს თურქეთთან და ირანთან, ამან ოკრუგის გაუქმება გამოიწვია 1930 წლის 23 ივლისს.[3] 1930-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანისა და სომხეთის ქურთების მოსახლეობის უმეტესობა იძულებით ყაზახეთში გადაასახლა, ხოლო საქართველოში მცხოვრები ქურთები 1944 წელს გახდნენ სტალინის მიერ ორგანიზებლი გადასახლების მსხვერპნლი.[4] 1961 წლიდან, როდესაც ერაყსა და ქურთებს შორის პირველი ომი დაიწყო, ბაქოში მყოფი მეჰმედ ბაბაევის მეთაურობით დეპორტანტთა დახმარება და მათი უფლებების აღდგენა ხორციელებოდა, მაგრამ საბოლოოდ ცდა უშედეგო აღმოჩნდა.[5]

1992 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს სომხური ძალების მიერ ლანჩინის დაკავების შემდეგ, ლანჩინის ქურთთა რესპუბლიკა სომხეთში გამოცხადდა ქურთი დაჯგუფებების მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვეკილ მუსტაფაევი. ამასთან, რადგან ამ რეგიონის ქურთების უმეტესობა სახლობდა იყო ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად, ამიტომაც აზერბაიჯანის სხვა რეგიონები უნდა გამხდარიყო მათთვის თავშესაფარი, ეს მცდელობა ჩავარდა, ხოლო მოგვიანებით ვეკილ მუსტაფაევმა თავშესაფარი იტალიაში იპოვა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Laçın. Tarixi haqqında qısa məlumat. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2017. ციტირების თარიღი: November 5, 2014.
  2. Курдистанский уезд (1926 г.) Родной язык.. ციტირების თარიღი: November 5, 2014.
  3. Партизаны на поводке.
  4. Russia and the problem of Kurds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  5. Kurdistana Sor
  6. Lachin Kurdish Republic is declared. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2019.