ქუნცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუნცა, ქვუნცა — ისტორიული სოფელი საქართველოში, ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1240 მ., ასპინძიდან 19 კმ., აწყვიტადან 1 კმ. შედიოდა ასპინძის რაიონის აწყვიტის სასოფლო საბჭოში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მემინდვრეობა და მებაღეობა, მოქმედებდა ხის სახერხი საამქრო და ბაზალტის საბადო. XXI საუკუნის აღწერებში სოფელი აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]