ვიდკუნ ქუისლინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქუისლინგი, ვიდკუნ)
Jump to navigation Jump to search
ვიდკუნ ქუისლინგი 1942 წელს

ვიდკუნ აბრაამ ლაურიც იონსონ ქუისლინგი (ნორვ. Vidkun Abraham Lauritz Jonssøn Quisling) (დ 18 ივლისი, 1887, ფირესდალი, ნორვეგია — გ. 24 ოქტომბერი, 1945, ოსლო, ნორვეგია) - ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, ნორვეგიის მინისტრ-პრეზიდენტი 1942–1945 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1922 წელს ფრიტიოფ ნანსენთან თანამშრომლობით. 1927–1929 წლებში მუსაობდა ნორვეგიის დიპოლატიურ მისიაში მოსკოვში. XX საუკუნის 30-იან წლებში დაუახლოვდა ფაშისტურ იდეოლოგიას. 1931 წელს დაინიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტის პოსტზე, რომელიც 1933 წელს დატოვა. იმავე წელს ჩამოაყალიბა ანტისემიტური და ანტიდემიკრატიული პარტია "ნაციონალური კრება" (ნორვ. Nasjonal Samling) "NSDAP"-ის მაგალითზე. 1936 წლის არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა 50.000-მდე ხმა მოაგროვა.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე გერმანიის ჯარების მიერ ნორვეგიის დაკავების მომხრე იყო. 1940 წლის 9 აპრილის ვერმახტის ინვაზიის შემდეგ იყო ნორვეგიის ფორმალური მმართველი. 1942 წლის 1 თებერვლიდან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, თუმცა აბსოლუტურად დამოკიდებული იყო რაიხსკომისარ იოზეფ ტერბოფენზე.

გერმანიის კაპუტალაციის შემდეგ 1945 წლის 9 მაისს ქუისლინგი დააპატიმრეს. იგი გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იმავე წლის 24 ოქტომბერს ქუისლინგი დახვრიტეს. სასიკვდილო განაჩენი ნორვეგიის მოსახლეობაში დღესაც სადავო თემაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]