ქუთაისობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქუთაისობა — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 2 მაისს, ქალაქ ქუთაისის დღეს.

ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოდიან ქუთაისელი ჩოხოსნები პატარებთან ერთად და გამვლელებს ულოცავენ ქუთაისობას. ქალაქ ქუთაისის მერიაში სპეციალურად ამ დღისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოდიან სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რათა ქუთაისის წარმომადგენლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.

ქალაქ ქუთაისის საღორიის ტყე-პარკში იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, იმერეთის 11 რეგიონიდან ჩამოდიან მუნიციპალიტეტების მიერ შერჩეული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები და მართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ქალაქ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, კულტურის სამსახურის პროგრამის გათვალისწინებით იმართება სპექტაკლები და სიმფონიური ორკესტრის შემოქმედებითი საღამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]