აპოლონ ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქუთათელაძე, აპოლონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქუთათელაძე.
აპოლონ ქუთათელაძე
დაიბადა 25 დეკემბერი, 1899 (6 იანვარი, 1900)[1]
დაბადების ადგილი ივანდიდი და ხონი[2] [1]
გარდაიცვალა 25 ივნისი, 1972(1972-06-25)[2] [1] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[2] [1]

აპოლონ ყარამანის ძე ქუთათელაძე (დ. 29 დეკემბერი, 1899, სოფ. ივანდიდი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ივნისი, 1972, თბილისი) — ქართველი მხატვარი, ფერმწერ-ბატალისტი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წლიდან სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში, 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, მსახურობდა პოლკოვნიკ ზაქარია თუშმალიშვილის პოლკში (პოდპორუჩიკის ჩინით). 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, კურსანტებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მოკლე დროის მანძილზე მეტეხის ციხეში იჯდა და დახვრეტასაც გადაურჩა. 1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, პროფესორების ევგენი ლანსერეს, იოსებ შარლემანის და გიგო გაბაშვილის ხელმძღვანელობით. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში. ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები „1905 წელი საქართველოში“, „გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში“, „ნასაკირალის ბრძოლა“ ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი.

1928 წელს აპოლონ ქუთათელაძე პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში. ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში. მუშაობს ოგიდ-ოგიზში საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე. არის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი. ამ პერიოდში შეიქმნა სურათები „რადიო სვანეთის აულში“, „სვანეთი“, „თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში“, „რუხის ბრძოლა“ და სხვა მრავალი.

აპოლონ ქუთათელაძე მრავალფიგურიანი კოპოზიციის უბადლო ოსტატი იყო. უსაზღვრო ფანტაზია და ზეპირი ხატვის გასაოცარი ნიჭი მას საშუალებას აძლევდა დიდი ზომის ფერწერული სურათები, რომელთა შექმნასაც გამოჩენილი მხატვრების უმეტესობა რამდენიმე წელს ანდომებს, უმოკლეს დროში შეესრულებინა. გამოფენაზე მისი სურათები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

1942 წელს ა. ქუთათელაძე მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე, ხელმძღვანელობს ბატალურ და ჟანურულ სახელოსნოებს: სტუდენტობას ძალიან უყვარდათ ბრწყინვალე მაესტრო. იგი ახალგაზრდბისთვის დიდი პედაგოგიც იყო და ჭეშმარიტი მეგობარიც. წლების მანძილზე აპოლონის სახელოსნოდან ქართულ ფერწერას ბევრი სახელოვანი მხატვარი შეემატა. ამავე დროს ა. ქუთათელაძე საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობამ სამხატვრო ფონდის თავმჯდომარედ აირჩია, რომელსაც იგი ათეული წლების მაძილზე ხელმძღვანელობდა. მან მოკლე დროში ფეხზე დააყენა სამხატვრო საწარმოო კომბინატი, რომლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თითქმის ყველა პროფილის საამქრო მაღალ დონეზე ასრულებდა შეკვეთებს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ორგანიზაციებისათვის. ამავე პერიოდში იგი მუშაობდა ფერწერულ სურათებზე: „გიორგი სააკაძე“, „მხატვარ თამარ აბეკალიას პორტრეტი“, „გენერალი კ. ლესელიძე მთებში“.

1943 წელს ა. ქუთათელაძე ბრუნდება საქართველოში და მჭიდროდ უკავშირებს თავის ცხოვრებას თბილისის სამხატვრო აკადემიას. 1959-1972 წლებში (გარდაცვალებამდე) იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 568.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 347, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]