ხსეფარნუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქსეფარნუგი)
Jump to navigation Jump to search
ქსეფარნუგი
არმაზის იბერიის მეფე
მმართ. წლები: 87103[1][2][3]
87119[4]
110-იანი წლები[5]
დინასტია: არშაკუნიანები
მამა: ფარსმან I
დედა: იამაზიდა
შედარება "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მეფეთა სიისა ლეონტი მროველის თხზულების მეფეთა სიასთან (პავლე ინგოროყვას «ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია».).

ხსეფარნუგიქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 60-იანი წლებში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო. სერაფიტის მამა კი – ფარსმან მეფის პიტიახში. ე. ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო.

წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფარნუგ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა.

წარწერაში იოდმანგანი იწოდება „ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად“. ე. ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს.

ხსეფარნუგი არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

მას პავლე ინგოროყვა თავის ნაშრომში „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“[6] იხსენიებს ფარნუკ I = ხსე-ფარნუგის სახელით. მის მეფობის წლებად ასახელებს 110-იანებს.

„ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ (გვერდი 521) XVII „იმიერ“ მეფედ წარმოგვიდგენს [ფ]არ[ნ]უკ II-ს, მას შეესაბამება ქართულ წყაროებში მოხსენიებული აზორკი. მისი XVII-ა „ამიერი“ თანა-მეფეა არმაზაერი (არმაზელი).

წინამორბედი:
ფარსმან
ქართლის მეფე
87103
შემდეგი:
ამაზასპ [7]
წინამორბედი:
ფარსმან I
საქართველოს მეფე
87103 [8][9]
შემდეგი:
დეროკ
წინამორბედი:
ფარსმან I
ივერიის მეფე
87119
შემდეგი:
დეროკ [10]
წინამორბედი:
ფარსმან I
არმაზ-მცხეთის მეფე
7096
შემდეგი:
ამაზასპ I[11][12]
წინამორბედი:
ფარსმან II
იბერიის მეფე
110-ანი წლები
შემდეგი:
ამაზასპ I [13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო მეფეები მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქტორობით, გამომცემლობა „ნეკერი“, 2007. გვერდი 27, 28.
  • საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ. 2008
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 534

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  2. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  3. საქართველოს ძველი ისტორია
  4. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  5. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  6. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  7. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  8. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  9. საქართველოს ძველი ისტორია
  10. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  11. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  12. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  13. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“