შინაარსზე გადასვლა

ქსეროფთალმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქსეროფთალმია
დარგი ენდოკრინოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 34035
ICD-10 E50.6—E50.7
ICD-9 264.6—264.7
MedlinePlus 003039
Patient UK ქსეროფთალმია
MeSH D014985

ქსეროფთალმია (ძვ. ბერძნ. ξερός — „მშრალი“ და ὀφθαλμός — „თვალი“) — თვალის რქოვანა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, იწვევს ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობას, ტრაქომის შორს წასული ფომები, დიფთერიული კონიუნქტივიტი, თვალის დამწვრობა და სხვა. ხშირად ემართებათ 2-5 წლის ბავშვებს, რომლებსაც კვების ღრმა მოშლა აქვთ ან ხანგრძლივი დამაუძლურებელი დაავადებისაგან დაძაბუნებულნი არიან. ქსეროფთალმიას ახასიათებს მხედველობის დაქვეითება თვალის ქავილის, ქუთუთოების სიმძიმის, თვალში სიმშრლის შეგრძნება, რაც საცრემლე სადინრების დახშობის შედეგია. ქსეროფთალმია იწვევს რქოვანა გარსის სიკაშკაშის დაკარგვას, რქოვა და ლორწოვანი გარსების დანაწიბურებას.

მკურნალობა: ძირითადი გამომწვევი დაავადების მკურნალობა; ადგილობრივად — თევზის ქონი, ვაზელინის, ზეითუნის ზეთი, სადეზინფექციო ცხიმების მალამოები; საჭიროების შემთხვევაში ყბაყურა ჯირკვლის სადინრის კონიუნქტივიტის პარკში გადანერგვა თვალის დანამვის აღსადგენად.