ქსენია სობჩაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქსენია სობჩაკი
Ksenia Sobchak 2017.jpg
ქსენია სობჩაკი 2017 წელს
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი 1981
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
საქმიანობა ტელე- და რადიოწამყვანი
ჟურნალისტი
მსახიობი
საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) მაქსიმ ვიტორგანი (2013–დღემდე)
მშობლები მამა: ანატოლი სობჩაკი
დედა: ლიუდმილა ნარუსოვა

ქსენია სობჩაკი (რუს. Ксения Анатольевна Собчак; დ. 5 ნოემბერი 1981, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ტელე- და რადიოწამყვანი, ჟურნალისტი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა იურისტის ანატოლი სობჩაკისა და ისტორიკოსის ლიუდმილა ნარუსოვას ოჯახში. 1998 წელს ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2000 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

2005 წელს სობჩაკი ამერიკელ ბიზნესმენ ალექსანდრე შუსტეროვიჩზე აპირებდა გათხოვებას, მაგრამ დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ცერემონია ჩაიშალა. მას შემდეგ სობჩაკს რომანი კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სერგეი კაპკოვთან და ოპოზიციური „სოლიდარობის“ ლიდერ ილია იაშინთან ჰქონდა. 2013 წლის 1 თებერვალს ცოლად გაჰყვა მაქსიმ ვიტორგანს.

სობჩაკი 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 2013 წლის 19 ოქტომბრამდე იყო რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]