ქსენია აფანასიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქსენია აფანასიევა
2015 European Artistic Gymnastics Championships - Vault - Ksenia Afanasyeva 01.jpg
აფანასიევა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე
სრული სახელი ქსენია დმიტრიევნა აფანასიევა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუსეთი რუსეთი
დაიბადა 13 სექტემბერი, 1991 (1991-09-13) (27 წლის)
ტულა, რსფსრ, საბჭოთა კავშირი
საცხოვრებელი ადგილი ტულა, რუსეთი
რეზიდენცია მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 1,58 მ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი CSKA სპორტული კლუბი
მწვრთნელ(ებ)ი მარინა ვლადიმიროვნა ნაზაროვა
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი სერგეი ოლეგოვიჩ გაიდეროვი
ქორეოგრაფი ოლგა ბუროვა
კარიერა დაასრულა 21 ივლისი, 2016

ქსენია აფანასიევა (რუს. Ксения Дмитриевна Афанасьева; დ. 13 სექტემბერი, 1991) — ყოფილი რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე. 2008 წლისა და 2012 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2013 და 2015 წლების ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული „floor exercise“ ღონისძიებაში და 2013 წლის უნივერსიადის ოქროს მედალოსანი „vault“ და „floor exercise“ ღონისძიებაში. 2016 წლის ივლისში, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე, თირკმლის დაავადების გამო აფანასიევამ ტანვარჯიშიდან გადადგა.

კარიერა უმცროსთა შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის ივლისში აფანასიევა იტალიაში, ლინანო საბიადოროში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვიდა. რუსეთის ნაკრებთან ერთად გუნდურ ჩათვლაში ქსენიამ ოქროს მედალი მოიპოვა.[1] 36.550 ქულით ქსენიამ „All-around“ ღონისძიებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.[2]„Balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში ქსენიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[3][4] „vault“ ღონისძიებაში კი მეოთხე ადგილი დაიკავა.[5]

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპრილში აფანასიევამ ვოლოსში, საბერძნეთი გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც „vault“ „uneven bars“ და „balance beam“ ღონისძიებების ნომრები შეასრულა რუსეთის უმცროსთა ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა.[6][7]

უფროსთა შორის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-08[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს აფანასიევამ პარიზში გამართულ მსოფლიო თასზე 15,175 ქულით „balance beam“ ღონისძიებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.[8]

2008 წლის აპრილში საფრანგეთში, კლემონ-ფერანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ქსენიამ რუსეთის გუნდს 14,575 („vault“) და 14,100 („floor exercise“) ქულები მიუტანა და მეორე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.[9] მომდევნო თვეს ჩინეთში, ტიანინში გამართულ მსოფლიო თასზე ვერცხლისა (“balance beam“, 14,350) და ბრინჯაოს („uneven bars“, 15,075) მედლები მოიპოვა, „balance beam“ ღონისძიებაში კი მეხუთე ადგილი დაიკავა (15,275).[10]

მაისის ბოლოს, მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე აფანასიევამ ვერცხლის („floor exercise“, 14,775) მედალი მოიპოვა, „vault“ ღონისძიებაში კი — მეშვიდე ადგილს დასჯერდა (13,887).[11]

პეკინის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აფანასიევა თანაგუნდელებთან: ლიუდმილა ეშოვასთან, სვეტლანა კლიუკინასთან, ეკატერინე კრამარენკოსთან, ანა პავლოვასთან და ქსენია სემიონოვასთან ერთად ასპარეზობდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე აფანასიევა მეექვსე ადგილზე გავიდა (60,800), მაგრამ ორი-ყოველი ქვეყნიდან პრინციპის გამო (ფინალურ ღონისძიებაში ყოველი ქვეყნიდან მხოლოდ ორ ტანმოვარჯიშეს შეუძლია გამოსვლა, რის გამოც ფინალურ ეტაპზე რუსეთიდან საუკეთესი შედეგების მქონე პავლოვა და სემიონოვა გამოვიდნენ), ფინალურ ეტაპზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა.[12] აფანასიევამ გუნდს 15,075 („vault“), 14,925 („uneven bars“) და 14,735 („floor exercise“) ქულები მოუტანა, თუმცა, რუსეთის ნაკრები მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.[13] „Balance beam“ ღონისძიების ფინალში აფანასიევა მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა (14,825).[14]

2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპრილში მილანში (იტალია) ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე აფანასიევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა („all-around“, 57,600), „uneven bars“ ღონისძიებაში კი, მეოთხე ადგილზე გავიდა (14,650).[15]

ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ოთხი ტანმოვარჯიშისაგან შემდგარი დელეგაციის წევრად აფანასიევაც დაასახელეს, მაგრამ ზურგის დაზაინების გამო მან შეჯიბრზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფანასიევა მექსიკის ღია ჩემპიონატზე, „floor exercise“ ღონისძიების პროგრმა, აკაპულკო, 2011

აპრილში მელბურნში (ავსტრალია) გამართულ წყნარი ოკეანის ჩემპიონატზე აფანსიევამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („all-around“, 57,450; „uneven bars“, 14,250).

აფანასიევამ „balance beam“(14,525) ღონისძიებაში მეოთხე, „floor exercise“ (13,675) ღონისძიებაში კი მეექვსე ადგილი დაიკავა.[16][17]

მომდევნო თვეს მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე აფანასიევამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („balance beam“, 13,500),[18] ივლისში ტოკიოში გამართულ იაპონიის თასზე კი, „all-around“ (58,350) ღონისძიებაში პირველი ადგილი არავის დაუთმო.[19]

ოქტომბერში, როტერდამში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქსენიამ რუსეთის ნაკრებს 14,800 („floor exercise“) ქულა მოუტანა და ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარა. ინდივიდუალურ ჩათვლაში ქსენიამ მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა (floor exercise“, 12,700).[20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Team Final Results. Lignano2005 (5 July 2005). წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  2. All-Around Individual. Lignano2005 (7 July 2005). წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  3. Event Finals Beam Results. Lignano2005 (8 July 2005). წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  4. Event Finals Floor Results. Lignano2005 (8 July 2005). წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  5. Event Finals Vault Results. Lignano2005 (8 July 2005). წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  6. 26th Women’s European Championships Artistic Gymnastics. Union Européene de Gymnastique (28 April 2006). წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  7. 2006 European Championships Artistic Gymnastics Women Juniors. Gymnastics Results. წაკითხვის თარიღი: 15 September 2015.
  8. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2007-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-03. წაკითხვის თარიღი: 2012-08-10.
  9. 27th Women’s European Championships Artistic Gymnastics Results Seniors Team Final (PDF). European Union of Gymnastics (5 April 2008). წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  10. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2008-05-15). წაკითხვის თარიღი: 2012-08-10.
  11. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com (2008-05-30). წაკითხვის თარიღი: 2012-08-10.
  12. Gymnastics Artistic Women's Qualification Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (10 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 July 2013. წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  13. Gymnastics Artistic Women's Team Final Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (13 August 2008). წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  14. Gymnastics Artistic Women's Vault Final Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (17 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 July 2013. წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  15. 3rd European Artistic Gymnastics Individual Championships Result Women's Individual All Around Final (PDF). European Union of Gymnastics (4 April 2009). წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  16. 2010 Pacific Rim Championships Women's Senior Results (PDF). Pacific Alliance of National Gymnastics Federations (30 April 2010). წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  17. 2010 Pacific Rim Championships Finals Women's Senior Results (PDF). Pacific Alliance of National Gymnastics Federations (2 May 2010). წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.
  18. Events :: Show. Fig.lx2.sportcentric.com. წაკითხვის თარიღი: 2012-08-10.
  19. International Gymnast Magazine Online – Uchimura, Afanasyeva Take Japan Cup Titles. Intlgymnast.com (2010-07-04). Retrieved on 2011-11-08.
  20. 42nd FIG Artistic Gymnastics World Championships Results (PDF). Fédération Internationale de Gymnastique (21 October 2010). წაკითხვის თარიღი: 10 August 2012.