შინაარსზე გადასვლა

ქრისტოს სარძეტაკისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტოს სარძეკასი
Christos Sartzetakis
ქრისტოს სარძეკასი Christos Sartzetakis
სარძეკასი 1985 წელს.
საბერძნეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მარტი, 1985  5 მაისი 1990
პრემიერ-მინისტრი  ანდრეას პაპანდრეუ,
ცანის ცანეტაკისი,
იოანეს გრივასი,
ქსენოფონტე ზოლოტასი,
კონსტანტინოს მიცოტაკისი
წინამორბედიიოანეს გრივასი
მემკვიდრეკონსტანტინოს კარამანლისი

დაბადებული6 აპრილი, 1929 (1929-04-06) (97 წლის)
თესალონიკი, საბერძნეთი.
გარდაცვლილი3 თებერვალი, 2022 (92 წლის)
ათენი, საბერძნეთი
დაკრძალულიაათენის პირველი სასაფლაო
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
მეუღლეეფროსინი არგირიუ
შვილები1
განათლებათესალონიკის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

ქრისტოს სარძეტაკესი (დ. 6 აპრილი, 1929-გ. 3 თებერვალი, 2022) — ბერძენი იურისტი და საკასაციო სასამართლოს უზენაესი მოსამართლე. 1985 წლიდან 1990 წლამდე საბერძნეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.[1]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარძეტაკესი დაიბადა ნეაპოლში,თესალონიკში, 1929 წლის 6 აპრილს.[1][2] მამა, კრეტელი — დაბადებული კანდანოსში, ხანიაში. მსახურობდა ჟანდარმერიის ოფიცრად თესალონიკში. დედა - ბერძენი მაკედონიელი, დაბადებული სკლითროში, ფლორინაში.[3]

სამართლის ხარისხი მიიღო თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში.[3]

სარძეტაკისმა სასამართლო კარიერა 1955 წელს დაიწყო, გახდა კასტორიის კლეისურას სამშვიდობო მოსამართლე, ხოლო 1963 წელს თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე.

გრიგორის ლამბრაკისის მკვლელობა და ხუნტის მიერ დაპატიმრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 27 მაისს მემარცხენე პარლამენტარი გრიგორის ლამბრაკისი გარდაიცვალა ცემიდან ოთხი დღის შემდეგ.[4] სარძეტაკისი ბერძნული უზენაესი სასამართლოს პროკურორმა კონსტანტინოს კოლიასმა გამოიძახა გამოძიების ჩასატარებლად, რადგან საქმე თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაეცა.[5]

1964 წლის მარტში იუსტიციის მინისტრ პოლიქრონის პოლიქრონიდისს წერილი გაუგზავნა სარძეტაკისმა, რომელშიც მკვლელობაზე პასუხისმგებლობა პოლიციასა და სახელმწიფოს დააკისრა.[5] პროკურორ სტილიანოს ბუტისთან ერთად ოთხი ოფიცრის წინასწარი პატიმრობა ბრძანა.[5]

სასამართლო პროცესი 1966 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და 67 დღე გაგრძელდა თესალონიკის სისხლის სამართლის სასამართლოში. სარძეტაკისი და პროკურორი პავლოს დელაპორტასი ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იყვნენ, რათა სწრაფად დაეხურათ საქმე გამოძიების გაგრძელების გარეშე.[5]

ორი თვის შემდეგ გამოცხადდა განაჩენი, 21 ბრალდებული და ყველა აგენტი გაამართლეს, რითაც პროკურორის წინადადება უარყვეს. მხოლოდ ორი პირი იქნა დამნაშავედ ცნობილი და ორივე მალევე შეიწყალა ხუნტამ.[5] კოლიასი, რომელიც მალევე გახდა პრემიერ-მინისტრი სამხედრო ხუნტას დროს, აცხადებდა: „სარძეტაკისი პასუხს აგებს ჩემს წინაშე“.[5] პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ გამოქვეყნებულ მემუარებში სარძეტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლამბრაკისის სიკვდილი აშკარად პოლიტიკური მკვლელობა იყო, სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობით.[5]

სარძეტაკისი 29 მაგისტრატთან ერთად სასამართლო სისტემიდან გააძევეს საბერძნეთის ხუნტის 1968 წლის 28 მაისის კონსტიტუციური აქტით, სავარაუდოდ იმიტომ, რომ „საკუთარი მოვალეობების შესრულებისას მოქმედებდა დისკრიმინაციულად, პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით მოტივირებული, რაც არღვევდა მოქალაქეთა ნდობას მიუკერძოებლობის მიმართ“.[6]

ლამბრაკისის მკვლელობის გამოძიება გახდა ვასილის ვასილიკოსის 1966 წლის რომანი - „Z“-ს თემა, ხოლო სარძეტაკისი განასახიერა ჟან-ლუი ტრენტინიანმა რომანის 1969 წლის ეკრანიზაციაში, რეჟისორი - კოსტა გავრასი.[5][7]

ლამბრაკისის საქმის შემდეგ, კომერციული სამართლისა და ევროპის თანამეგობრობის სამართლის შესწავლის ნებართვით, სარძეტაკისი პარიზში გადავიდა.[8]

ხუნტამ სარძეტაკისი ორჯერ დააპატიმრა — პირველად 1970 წლის შობის წინა საღამოს — და ბერძენმა სამხედრო პოლიციამ აწამა. საერთაშორისო პროტესტის შემდეგ 1971 წელს ხუნტის ციხიდან გაათავისუფლეს.[3][6]

დემოკრატიის აღდგენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წლის სექტემბერში, დიქტატურის დამხობისა და საბერძნეთში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ, სარძეტაკისი სრულად რეაბილიტირდა.[3] სააპელაციო სასამართლოს წევრის სტატუსით, 1976 წელს უარი თქვა გერმანიის მოთხოვნაზე ტერორისტ როლფ პოლეს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, იმ არგუმენტით, რომ დანაშაულები გახლდათ პოლიტიკური ხასიათის და საბერძნეთის კონსტიტუცია ასეთ შემთხვევებში ექსტრადიციას კრძალავდა. ამ გადაწყვეტილების გამო უზენაესი სასამართლოს პროკუროr პოლესა და ორი სხვა მოსამართლის წინააღმდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის, დისციპლინური წარმოება დაიწყო.

სარძეტაკისი 1981 წელს სააპელაციო სასამართლოს პრეზიდენტად დაინიშნა, ხოლო 1982 წელს საბერძნეთის უმაღლესი სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი გახდა.

საბერძნეთის პრეზიდენტინი (1985-1990)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური გარემო განსაკუთრებით არასტაბილური იყო, ხოლო იმდროინდელი მედია და პოლიტიკური პარტიები რესპუბლიკის პრეზიდენტად კონსტანტინოს კარამანლისის ხელახალ არჩევას პრაქტიკულად გარდაუვლად მიიჩნევდნენ.[9] სწორედ მაშინ პრემიერ-მინისტრმა ანდრეას პაპანდრეუმ კარამანლისის მემკვიდრე კანდიდატად წარადგინა სარძეტაკისი — მოსამართლე, რომელიც პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილა.[9] ამ მოულოდნელმა განცხადებამ და პაპანდრეუს მიერ გამოყენებულმა ტაქტიკამ სარძეტაკისის პრეზიდენტად არჩევის პროცესში კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია.

1985 წლის 10 მარტს, ამ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებისთანავე, კარამანლისი გადადგა, რადგან PASOK-მა მოულოდნელად უარი თქვა ხელახალ არჩევაზე და ასევე იმიტომ, რომ ეწინააღმდეგებოდა პაპანდრეუს ახლად გამოცხადებულ გეგმებს — 1975 წლის კონსტიტუციის რეფორმას და რესპუბლიკის პრეზიდენტის მცირე აღმასრულებელი უფლებამოსილებების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემას.[10][9]

საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ იოანის ალევრასმა დროებით შეითავსა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობა.[9]

საბერძნეთის პარლამენტში პირველი კენჭისყრა 17 მარტს გაიმართა, სადაც სარძეტაკისმა, როგორც ერთადერთმა კანდიდატმა, 178 ხმა მიიღო. მეორე კენჭისყრა 23 მარტს ჩატარდა და 181 დეპუტატისგან მიიღო მხარდაჭერა. ეს კენჭისყრა საკამათო აღმოჩნდა, რადგან ბიულეტენები სხვადასხვა ფერის იყო — სარძეტაკისის ბიულეტენი ლურჯი, ხოლო დანარჩენები თეთრი — რაც ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევად შეფასდა. მხოლოდ მესამე და დაძაბული კენჭისყრის დროს,[10][11] რომელიც 29 მარტს გაიმართა, აირჩიეს სარძეტაკისი ახალ პრეზიდენტად ხუთწლიანი ვადით — PASOK-ისა და კომუნისტური პარტიის 180 დეპუტატის ხმების წყალობით.[9][1]

ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა საზოგადოებას და ერთიანობისკენ მოუწოდა, ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი ქვეყანა ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ ეროვნული განხეთქილების ფუფუნება დავუშვათ.“[10] ფიცი 30 მარტს დადო ცერემონიაზე, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა კონსერვატიული ოპოზიციის (ND) 112-მა დეპუტატმა. ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს იმ ბრალდების საფუძველზე, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურად იქნა მიღებული, რადგან მოქმედ პრეზიდენტს — იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ალევრასს — ხმის მიცემის უფლება მიეცა.[12]

სარძეტაკისი დედოფალ ბეატრიქსთან ერთად ნიდერლანდებში სახელმწიფო ვიზიტის დროს, 1989 წელი.

მმართველობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს სარძეტაკისი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს, რომელმაც ქვეყანაში აბორტი დააკანონა.[13] 1989–1990 წლებში პრეზიდენტს მოუწია უპრეცედენტო სამჯერადი არჩევნების გამართვასთან გამკლავება, რადგან პარტიებმა ვერ შეძლეს მთავრობის ფორმირება. ეს ძირითადად კოსკოტასის სკანდალით იყო გამოწვეული, რომელშიც პაპანდრეუ ფიგურირებდა, ასევე პაპანდრეუს მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლით, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიისთვის უმრავლესობის მოპოვების ხელის შეშლას[3].

1987 წელს, ახალგაზრდა ჰომოსექსუალმა, ქრისტოს რუსოსმა, რომელსაც 1976 წელს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, შიმშილობა დაიწყო.[14] ამ სიტუაციის წინაშე და რუსოსის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელიც ეხებოდა იმ კაცის მკვლელობას, რომელსაც პატიმრის პროსტიტუცია სურდა, პაპანდრეუს მთავრობამ შეიწყალა, თუმცა სარძეტაკისმა უარი თქვა შეწყალებაზე. ამ ფაქტმა გამოიწვია აღშფოთების ტალღა, რომლითაც სარძეტაკისი ჰომოფობიაში დაადანაშაულეს შედეგად, გაუარესდა პრეზიდენტის ურთიერთობა პრემიერ-მინისტრ პაპანდრეუსთან. შეწყალება საბოლოოდ 1990 წელს კარამანლისმა გამოაცხადა.[15]

სარძეტაკსის პიროვნებას, როგორც პრეზიდენტისას, ხშირად მწვავედ აკრიტიკებდნენ და სატირის საგნადაც აქცევდნენ. პრეზიდენტი მოითხოვდა, რომ გაზეთებს „ბატონი“ დიდი „კ“-თი მიემართათ, იყენებდა თანამედროვე ბერძნულის კონსერვატიულ ფორმას — კათარევუსას — და ზოგადად მკაცრ ფორმალისტად მიიჩნეოდა და ხისტი აზროვნება ჰქონდა. თუმცა, სარძეტაკისი იმავე პატივისცემით მოიხსენიებდა სხვა პოლიტიკურ ფიგურებსაც, მაგალითად პრემიერ-მინისტრებს ანდრეას პაპანდრეუს,[16] კოსტას სიმიტისს, კონსტანტინოს მიცოტაკისს[17] და მოგვიანებით პრეზიდენტ კონსტანტინოს სტეფანოპულოსსაც.[18]

პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ჩინეთიდან დაბრუნებისას შეიძინა იმ დროისთვის ძვირად ღირებული კონდიციონერები და საბაჟოზე არ გაატარა.[19] თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ოფიციალური ვიზიტების დროს ყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სარძეტაკისისთვის არ უნდა მიეწერათ.[20] ორი შემთხვევისას საბერძნეთის პრეზიდენტმა საჯაროდ დაგმო კომიკოსები, რომლებიც დასცინოდნენ. 1986 წელს სარძეტაკისი დიდ ლავრაში ათანასე ათონელის, როგორც აღიარებულია, დიდი ზომის რკინის ჯვართან და კვერთხთან ერთად გამოჩნდა ფოტოზე. ჰარი კლინმა საკუთარი ალბომის „Τίποτα“ გარეკანზე დასცინა. სწორედ მაშინ უჩივლეს რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფის ბრალდებით, თუმცა კლინი გაამართლეს. [21][19] მომდევნო წელს, კომიკოსი ლაკის ლაზოპულოსი დააპატიმრეს პოლიტიკური ვითარების კრიტიკის გამოქვეყნების გამო; შემდგომ, კი გაამართლეს.[19]

სარძეტაკისი ასევე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 24 ივლისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლები საპრეზიდენტო სასახლეში მიიწვია.[19]

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ანტიკომუნისტური შეხედულებები ჰქონდა[22] და 1949 წელს დემოკრატიული არმიის (DSE) დამარცხებას „ეროვნულ გამარჯვებად“ მიიჩნევდა,[23] სარძეტაკისი ხაზს უსვამდა ნამდვილი ეროვნული შერიგების აუცილებლობას, რომელიც უნდა დაფუძნებულიყო ხსოვნის შენარჩუნებაზე. არ ეთანხმებოდა შეიარაღებული ძალებით დაღუპულთა სამახსოვრო ღონისძიებების შეწყვეტას და განათლებაში ამ საგნის უგულებელყოფას.[23] He, თუმცა, 1989 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს თანამშრომლობდა ხარილაოს ფლორაკისთან და 2005 ფლორაკის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის სიტყვაც წარმოთქვა, სადაც გარდაცვლილი კომუნისტი ლიდერი - „პირდაპირობის, პატიოსნებისა და პოლიტიკური სიმართლისთვის“- შეაქო.[24]

უფლებამოსილების ვადა 1990 წლის 5 მაისს დასრულდა, მას შემდეგ რაც 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის სარძეტაკისმა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კონსტანტინოს კარამანლისმა პრეზიდენტის მეორე ვადა დაიკავა — კარამანლისი წინა დღეს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.[25] სარძეტაკისი საჯარო ცხოვრებიდან გადადგა, თუმცა კვლავ აქვეყნებდა მოსაზრებებს გაზეთებში და სტატიებს საკუთარ ვებგვერდზე.[26]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარცეტაკისი დაქორწინდა ეფი არგირიუზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავდა.[27]

2021 წლის 3 დეკემბერს ათენის ლაიკოს საავადმყოფოში მწვავე პნევმონიის გამო ინტუბაციაზე გადაიყვანეს.[27] სარძეტაკისი 2022 წლის 3 თებერვალს, 92 წლის ასაკში, მწვავე სუნთქვითი უკმარისობით გარდაიცვალა. [28] მთავრობამ 3–5 თებერვალს ეროვნული გლოვა გამოაცხადა და დროშები ნახევრად დაეშვა.[29] სახელმწიფო პანაშვიდი 7 თებერვალს ათენის მეტროპოლიტენის საკათედრო ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც ოჯახის წევრების ვიწრო წრეში ათენის პირველ სასაფლაოზე დაკრძალეს.[30]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Lentz, Harris M. (4 February 2014). Heads of States and Governments Since 1945 (en). Routledge, გვ. 1452. ISBN 978-1-134-26497-1. 
  2. Profile of Christos Sartzetakis
  3. 1 2 3 4 5 Newsroom (3 February 2022). „Χρήστος Σαρτζετάκης 1929 – 2022: Aπό την ηρωική ανάκριση της δολοφονίας Λαμπράκη στην Προεδρία της Δημοκρατίας“. Kathimerini.
  4. „Γρηγόρης Λαμπράκης: Η δολοφονία που έκανε τον Καραμανλή να πει "ποιος κυβερνά τον τόπο;" (pics+vid)“. Ethnos. 22 May 2019.
  5. 1 2 3 4 5 6 7 8 Barouni, Agapi (3 February 2022). „Χρήστος Σαρτζετάκης: Ανακριτής στη δίκη για τη δολοφονία Λαμπράκη και τα βασανιστήρια της Χούντας“. CNN in Greek.
  6. 1 2 Diamadis, Giannis Th. (3 February 2022). „Χρήστος Σαρτζετάκης: Ο ανακριτής στην υπόθεση δολοφονίας του Γρηγόρη Λαμπράκη“. Ta Nea.
  7. (2011) Hollywood and the CIA: Cinema, Defense and Subversion. Taylor & Francis, გვ. 43. ISBN 978-1136806766. 
  8. „Πέθανε ο Χρήστος Σαρτζετάκης“. Ta Nea. 3 February 2022.
  9. 1 2 3 4 5 „Χρήστος Σαρτζετάκης: Η επεισοδιακή εκλογή του στην Προεδρία της Δημοκρατίας“. Ta Nea. 3 February 2022.
  10. 1 2 3 Hope, Kerin (29 March 1985). „Supreme Court Judge Sartzetakis Accepts Election As President“. Associated Press.
  11. Stormy Greek session elects new president Montreal Gazette 30 March 1985
  12. Dorsey, James M. (30 March 1985). „Sartzetakis sworn in as president of Greece“. United Press International.
  13. Stokes, Lee (29 March 1987). „Greek Abortions Boom, but Not in Legal Clinics“. Los Angeles Times.
  14. Θεοφίλου, Τάσος. (2018-01-09) Ο Χρήστος Ρούσσος Σκότωσε τον Σύντροφό του και Έζησε 15 Χρόνια στη Φυλακή με Κινηματογραφικούς Έρωτες el. ციტირების თარიღი: 2025-01-21
  15. „Η υπόθεση Ρούσσου που στιγμάτισε τη θητεία τού Σαρτζετάκη και έφερε στα άκρα τη σχέση του με τον Ανδρέα“. newpost.gr. 3 February 2022.
  16. ΧΡΗΣΤΟΣ Α. ΣΑΡΤΖΕΤΑΚΗΣ - ΠΡΩΗΝ ΠΡΟΕΔΡΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑΣ. ციტატა: „Κύριον Ἀνδρέαν Γ. Παπανδρέου.“ ციტირების თარიღი: 2022-12-10
  17. ΧΡΗΣΤΟΣ Α. ΣΑΡΤΖΕΤΑΚΗΣ - ΠΡΩΗΝ ΠΡΟΕΔΡΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑΣ. ციტატა: „Κύριος Κωνσταντῖνος Σημίτης [...] Κύριος Κωνσταντῖνος Μητσοτάκης.“ ციტირების თარიღი: 2022-12-10
  18. ΧΡΗΣΤΟΣ Α. ΣΑΡΤΖΕΤΑΚΗΣ - ΠΡΩΗΝ ΠΡΟΕΔΡΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑΣ. ციტატა: „Κύριος Κωνσταντῖνος Στεφανόπουλος.“ ციტირების თარიღი: 2022-12-10
  19. 1 2 3 4 „Χρήστος Σαρτζετάκης: Ο Λάκης Λαζόπουλος τον λοιδορούσε, ο Χάρρυ Κλύνν τον σατίριζε και η Ελλάδα ολόκληρη απορούσε με τις υπερβολές του“. Ethnos. 3 February 2022.
  20. Καστριώτης, Δημήτρης (February 13, 2000). „Με πιστότητα“ [With verity]. Kathimerini (Greek). ციტატა: „Ξεχάσαμε ακόμη και ότι τα ψώνια, που βάραιναν το αεροπλάνο και που του τα «φορτώσαμε» όλα, αποδείχθηκαν αγορές συνοδών – και δημοσιογράφων. (Transl. We even forgot that all shopping, that encumbered the airplane and were all "loaded" on him (Sartzetakis), were proven to be entourage and journalists' purchases).“
  21. „Όταν ο Χρήστος Σαρτζετάκης μήνυσε τον Χάρρυ Κλυνν“. Documento. 26 January 2019.
  22. Χρήστος Σαρτζετάκης / Οι δύο υποθέσεις που κοσμούν την πορεία του και οι δύο που την στιγμάτισαν el (2022-02-03). ციტირების თარიღი: 2025-01-21
  23. 1 2 ΧΡΗΣΤΟΣ Α. ΣΑΡΤΖΕΤΑΚΗΣ - ΠΡΩΗΝ ΠΡΟΕΔΡΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑΣ. ციტირების თარიღი: 2022-12-10
  24. ΧΡΗΣΤΟΣ Α. ΣΑΡΤΖΕΤΑΚΗΣ - ΠΡΩΗΝ ΠΡΟΕΔΡΟΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΔΗΜΟΚΡΑΤΙΑΣ. ციტირების თარიღი: 2022-12-10
  25. „Ο Κ. Καραμανλής Πρόεδρος της Δημοκρατίας“. Kathimerini. May 1990.
  26. „O Χρήστος Σαρτζετάκης πέρασε στην ιστορία“. Proto Thema. 3 February 2022.
  27. 1 2 „Διασωληνωμένος ο Χρήστος Σαρτζετάκης“. Ta Nea (Greek). 5 February 2022.
  28. Newsroom. Former president Christos Sartzetakis dead at 92 English. ციტირების თარიღი: 3 February 2022
  29. Χρήστος Σερτζετάκης: Τριήμερο εθνικό πένθος - Με τιμές Αρχηγού Κράτους η κηδεία του
  30. „Former President of Greece Christos Sartzetakis laid to rest in Athens“. The Greek Herald. 8 February 2022.
  31. ENTIDADES ESTRANGEIRAS AGRACIADAS COM ORDENS PORTUGUESAS.