ქრისტიან-სოციალისტთა ჯგუფი
იერსახე
| ქრისტიან - სოციალისტები | |
|---|---|
| ხელმძღვანელობა | |
| ლიდერი | დავით ადეიშვილი |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 2010 |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია | სოციალიზმი, ტრადიციონალიზმი |
| ფერები | თეთრი, წითელი, შინდისფერი |
| შტაბ-ბინა | თბილისი |
ქრისტიან-სოციალისტთა ჯგუფი — პოლიტიკური ფრაქცია პოლიტიკური გაერთიანებაში სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის, რომლის იდეალები 7 პრინციპს ემყარება. ესენია — თავისუფლება, სამართლიანობა, სოლიდარობა, მამული, ენა, სარწმუნოება და სახალხო მონარქიზმი. იდეოლოგია 18-20 საუკუნეების ევროპელი და რუსი ფილოსოფოსების და საზოგადო მოღვაწეების — ჩარლზ ქინგსლის, ფრედერიკ მორისის, ფელისიტე-რობერ დე ლამენეს, ემანუელ მუნიეს, სერგეი ბულგაკოვის, ნიკოლოზ ბერდიაევის და სხვების ნაშრომებზეა დაფუძნებული.
ქრისტიან-სოციალისტთა ჯგუფი პერიოდულად იკრიბება. ჯგუფს ჰყავს ხელმძღვანელი, მდივნობა კი როტაციული წესით ეკისრება ჯგუფის წევრებს. ჯგუფს გააჩნია თავისი ინტერნეტ რესურსი.