ქრისტიანული არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტიანული არხი
მედია & რადიო & გაზეთი
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის არხი ინტერნეტ მაუწყებლობა
დაფუძნდა 16 თებერვალი, 2010
დამფუძნებელი ელგუჯა ჩაჩანიძე
მფლობელი ა(ა)იპ „ქრისტიანული არხი“
ხელმძღვანელ(ებ)ი

ელგუჯა ჩაჩანიძე
(გენ. დირექტორი)

მმართველი საბჭო
ელგუჯა ჩაჩანიძე
დაჩი პაპაშვილი
ნატალია ჩიქოვანი
ნინო ხუროშვილი
თამუნა ბაღდავაძე
მათე თხელიძე

ბაჩუკი დოდაშვილი
საიტი https://qtv.ge

ქრისტიანული არხი — ქრისტიანული მედია საქართველოში, დაფუძნდა 2010 წლის 16 თებერვალს.

არხი მოიცავს ქრისტიანულ ახალ ამბებს, რეპორტაჟებს, გადაცემებს, სხვადასხვა ტიპის რუბრიკებს, საეკლესიო ქადაგებებს, საღვთისმეტყველო საკითხების განხილვებს, ქრისტიანულ მუსიკას და ა.შ

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული არხი იყო პირველი მედია, რომელმაც ინტენსიურად დაიწყო საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ქრისტიანული ახალი ამბების გაშუქება საქართველოში.

მედია ჯგუფი რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, სრულ ენთუზიაზმზე ცდილობდა ობიექტური, სანდო და დროული ინფორმაციის მიწოდებას ქართველი მოსახლეობისთვის.

ამავდროულად ქრისტიანული არხის მედია ჯგუფი ბევრ სხვადასხვა მიმართულებითაც შრომობდა. გარდა ახალი ამბების გაშუქებისა ჯგუფმა დაიწყო სხვადასხვა ქართულ პროტესტანტულ ეკლესიებთან თანამშრომლობა, რის შედეგაც ეკლესიების ხუცესებთან იწერებოდა ვიდეო მიმართვები, ქადაგებები, ანალიზი სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და ა.შ

2015 წლის 20 ივლისს ჯგუფმა დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია და შემოწირულობების ხარჯზე მედია საქმიანობის გაფართოება და დახვეწა დაიწყო, ამავდროულად ფორმდებოდა სხვადასხვა უცხოურ ქრისტიანულ მედია ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები თანამშრომლობის თაობაზე რის შედეგადაც ქრისტიანული არხი ლიცენზირებულ ვიდეო მასალას იღებდა, რომელსაც თარგმნიდა, ახმოვანებდა და ქართველ მოსახლეობას აწვდიდა.

დღესდღეობით ქრისტიანული არხი მრავალი მიმართულებით მუშაობს, ესენია სხვადასხვა თემატიკის ვებგვერდები, ინტერნეტ რადიო, საგამომცემლო საქმიანობა რომლის ფარგლებშიც გამოიცა ცნობილი ქრისტიანული ნაწარმოები „პილიგრიმის მოგზაურობა“ და ასევე გამოიცემა ყოველ კვარტალური გაზეთი „ქრისტიანობა“ სადაც ქვეყნდება საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ქრისტიანული ახალი ამბები, სტატიები, ქრისტიანი ახალგაზრდების ნაშრომები, ქადაგებები, საღვთისმეტყველო საკითხები და ა.შ

გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანულ არხს რამდენიმე საავტორო გადაცემა აქვს.

ისტორიული ფაქტები — ნატალია ჩიქოვანის საავტორო გადაცემა სადაც მიმოხილვა ხდება ქრისტიანობის ისტორიაში მომხდარი ნაცნობი თუ უცნობი ფაქტების განხილვა, დეტალიზაცია და ანალიზი.

მუსიკალური ბექგრაუნდი — მარიამ გოგიჩაშვილის საავტორო გადაცემა, რომელიც ეხება ქრისტიანულ მუსიკას. გადაცემაში მიმოიხილება ცნობილი ქრისტიანული სიმღერების წარმოშობის ისტორია და შინაარსი, ასევე ქრისტიანი მომღერლების ბიოგრაფიები და ა.შ

მედია ჯგუფის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანული არხის გუნდი შედგება სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიების წევრებისგან რომელთა ერთობლივი მიზანი, ჯანსაღი, ობიექტური მედია მაუწყებლის შექმნაა, რომელიც მოემსახურება საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ქრისტიანული ახალი ამბების გაშუქებით.

ჯგუფის მიზანი გარდა საინფორმაციო მაუწყებლობისა, ქრისტიანული ღირებულებების წარმოჩენა და ჩვენს ერში გამხნევების, რწმენის და იმედის დათესვაა წმინდა წერილის საფუძველზე. ჯგუფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მიიტანოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ადამიანებამდე ის უწყება, რომ ღმერთი ცოცხალია და ის დღესაც მოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]