შინაარსზე გადასვლა

ქრისტეფორე არეშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტეფორე არეშიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1906(1906-02-12)[1] [1]
დაბ. ადგილი ცხინვალი[1]
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 1982(1982-12-28)[1] [1] (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა ქიმიკოსი[1] [1]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია[1]
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[1]
საქართველოს სსრ[1]
 საქართველო[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

ქრისტეფორე იოსების ძე არეშიძე (დ. 12 თებერვალი, 1906, ქ. ცხინვალი ― გ. 28 დეკემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969; წევრ-კორესპონდენტი 1961). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1974).

1931 წელს დაამთავრა თსუ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და თსუ პროფესორი.

ქრისტეფორე არეშიძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნავთობის ქიმიური და ორგანული კატალიზის განვითარებას. აღმოაჩინა ალკოლციკლოპენტენური ნახშირწყალბადების იზომერიზაციის ახალი რეაქცია. შეიმუშავა გოგირდიანი ნავთობპროდუქტების განგოგირდების ორიგინალური მეთოდი და ახლებურად ახსნა ნავთობის თანმხლებ წყლებსა და აირებში გოგირდწყალბადის არსებობა. გუმბრინის ბაზაზე მოამზადა ნიკლის, ქრომისა და სხვა ლითონების კატალიზატორები, რომელთაგან ზოგიერთი ქიმიურ და კვების მრეწველობაში დაინერგა. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ყოფილ სსრკ-ში სინთეზური ცეოლითების კატალიზური თვისებების შესწავლა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.