შინაარსზე გადასვლა

ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დიდი დღესასწაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორპუს ქრისტის დღესასწაულის მსვლელობა, ფლამანდიელი მხატვრის შესრულებით, დაახლ. 1465 - 1541 წლები.

ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დიდი დღესასწაული[1] (ლათ. Dies Sanctissimi Corporis et Sanguinis Domini Iesu Christi), ასევე ცნობილი კორპუს ქრისტის დღესასწაულის[2] და ევქარისტიის დღესასწაულის სახელით — კათოლიკურ ეკლესიაში ლიტურგიული დღესასწაული, რომელიც დაწესებულია სულიწმიდის მოქმედებით შეწირული პურისა და ღვინის უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად გარდაქცევის აღსანიშნად.

კორპუს ქრისტის დღესასწაული უკავშირდება თომა აკვინელის სახელს, რომელმაც შესთავაზა პაპ ურბან IV-ეს წმინდა ევქარისტიის აღსანიშნავი დღეობის დაწესება. ბოლსენას ევქარისტიის სასწაულის აღიარების შემდეგ, პაპმა, თომა აკვინელის წინადადებაზე დაყრდნობით, მიიღო დღეობის დაწესების გადაწყვეტილება.[3][4]

დღესასწაულს აღნიშნავს კათოლიკური ეკლესია, ასევე დასავლური მართლმადიდებლური, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების ნაწილი.

  1. უფლის სხეული, პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  2. Solemnity of the Most Holy Body and Blood of Christ en. Catholic News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2019. ციტირების თარიღი: 21 June 2019
  3. Robert E. Alexander (1 April 2018). Livio Orazio Valentini: An Artist's Spiritual Odyssey (en). University of South Carolina Press, გვ. 43. ISBN 978-1-61117-899-9. OCLC 1019855530. 
  4. Italy's Orvieto miracle inspires thousands during jubilee (7 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2013. ციტირების თარიღი: 21 June 2019