შინაარსზე გადასვლა

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“
ავტორი ნიკოს კაზანძაკისი
ენა ბერძნული ენა
გამომცემელი Simon & Schuster და Bruno Cassirer
გამოცემის თარიღი 1954 და 1955

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება (ბერძ. Ο Τελευταίος Πειρασμός) — ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის, ისტორიული რომანი, გამოქვეყნდა 1955 წელს. ნაწარმოები ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას და მის ბრძოლას სხვადასხვა ცდუნებებთან, მათ შორისაა შიში, ეჭვი, მცონარობა და ვნება.

გამოცემისთანავე წიგნი დაგმო, როგორც კათოლიკურმა, ასევე საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ,[1] რის შემდეგაც რომანს არაერთი ქრისტიანული დაჯგუფება და მემარჯვენე ორგანიზაცია დაუპირისპირდა.[2] 1988 წელს რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ რომანის კინოადაპტაცია გადაიღო, რომელმაც ასევე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

  1. Middleton, Darren J. N., and Peter Bien, eds. God's Struggler: Religion in the Writings of Nikos Kazantzakis. Macon: Mercer University Press, 1996. 26-27.
  2. "Rightists Attack Coast Libraries," The New York Times 22 Nov. 1964.