ქრისტეს ვნებანი (თხზულება)
იერსახე
ქრისტეს ვნებანი (ლათ. Christus patiens) — ბიზანტიური საეკლესიო დრამატული თხზულება. დრამა იწყება ქრისტეს ასვლით გოლგოთაზე და მთავრდება მისი აღდგომით. მოქმედი პირები არიან: ღვთისმშობელი მარიამი, ქრისტე, ანგელოზი, იოსებ არიმათიელი, იოანე ღვთისმეტყველი, დარაჯი, მღვდელმთავარნი, პილატე. გუნდი შედგება გალილეველი ქალწულებისგან. ქრისტეს ვნებანი დაწერილია ბიზანტიური თორმეტმარცვლოვანი ლექსით და შეიცავს 2640 კარედს. შეთხზვის დრო დაუდგენელია (სავარაუდოა VI-XI სს შუა ხანა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 554.