ქრისიპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისიპე
Χρύσιππος ὁ Σολεύς
დაბ. თარიღი ძვ.წ 279
დაბ. ადგილი სოლი, კილიკია
გარდ. თარიღი ძვ.წ 206
გარდ. ადგილი ათენი
მოქალაქეობა სოლი
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] [2] , მწერალი[3] და მათემატიკოსი
განთქმული მოსწავლეები Zeno of Tarsus, Diogenes of Babylon, Dioscorides და Aristoboulus[4]
სამეცნიერო ხარისხი სტოიცისტი ფილოსოფოსი
მამა Apollonius of Tarsus[5]
გავლენა მოახდინეს
გავლენა მოახდინა

ქრისიპე — (/krˈsɪpəs, krɪ-/;[6] ბერძ. Χρύσιππος ὁ Σολεύς, Chrysippos ho Soleus; დაახლ. 279 – c. 206 ძვ.წ[7]) — ბერძენი სტოიციზმი ფილოსოფოსი. წარმოშობით კილიკიის ქალაქ სოლიდან, საიდანაც გადასახლდა საბერძნეთში, ქალაქ ათენში და დაემოწაფა ბერძენ სტოიცისტ ფილოსოფოსს კლეანთეს. როდესაც კლეანთე გარდაიცვალა ძვ.წ 230 წელს, ქრისიპე სკოლას ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით სტოიციზმის დამფუძნებელმა ზენონმა, მას მეორე ფუძემდებლის ტიტული მიანიჭა.

ქრისიპე მოღვაწეობდა ლოგიკის სფეროში, ასევე ეპისტემოლოგიას, ეთიკასა და ფიზიკაში. მან შეიმუშავა ლოგიკის ახალი სისტემა რათა უკეთ გაეაზრებინა ადამიანის როლი სამყაროში. ის აღიარებდა ბედისწერის გარდაუვალობას, მიუხედავად ამისა, არასოდეს უარყოფდა ადამიანის აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. ეთიკა,მისი თქმით დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იაზრებს ადამიანი სამყაროს მოწმედების პრინციპებს. ის ამბობდა, რომ ემოციური გატაცებები ადამიანის სულს ასახიჩრებს. ქრისიპეს მუშაობის შედეგია ის უდიდესი წარმატება, რაც წილად ხვდა სტოიციზმს ბერძნულ და რომაულ კულტურაში.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისიპე, აპოლონიუსის შვილი, დაიბადა სოლში[8], კილიკიაში. იყო საშუალო სიმაღლის[9] და ცნობების მიხედვით ვარჯიშობდა შორ დისტანციაზე სირბილში.[10] ახალგაზრდობაშივე მან დაკარგა მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელიც მეფის პირად მფლობელობაში გადავიდა.[11] ამის შემდეგ ქრისიპე ათენში გადასახლდა, სადაც დაემოწაფა კლეანთეს, რომელიც სათავეში ედგა სტოიცისტურ სკოლას.[12] მიჩნეულია, რომ ის ესწრებოდა არქეზილასა და ლაკიდეს ლექციებს პლატონის აკადემიაში.[13]

ქრისიპე დიდი მონდომებით სწავლობდა სტოიცისტურ სისტემებს. მან სწავლის შემართებით სახელი გაითქვა თანატოლებში.[10] ის განთქმული იყო ინტულექტუალური ერუდიციით, თავდაჯერებულობითა და გამოხატვის მრავალფეროვნებით, ყველაფერთან ერთად, ის კლეანთეს ამგვარად მიმართავდა:„მაჩვენე იდეა და შედეგებს თავად აღმოვაჩენ“.[10] კლეანთეს გარდაცვალების შემდეგ, ძვ.წ 230 წელს ქრისიპე სათავეში ჩაუდგა სტოიცისტურ სკოლას.

ქრისიპე ყოო მწერალიც და ცნობების თანახმად დღის განმავლობაში არანაკლებ 500 ხაზს წერდა.[14] საერთო ჯამში მან 705 ნაწარმოები შექმნა.[15] ის მიდრეკილი იყო მრავალმხრივი აზროვნებისკენ, სწორედ ამიტომ, მუდამ ცდილობდა კამათისას ორივე მხარის არგუმენტები შეესწავლა. ქრისიპე ნაწარმოებებში ხშირად იყენებდა ოპონენტების მიერ გამოთქმულ ფრაზებს.[16] ის აღიარებულია, როგორც ფართო, შეუცნობელი და თავისუფალი საკუთარ სტილში. ქრისიპეს შესაძლებლობებიდან გამომგდინარე, მისი ავტორიტეტი დღითი-დღე იზრდებოდა, ამიტომ ის მალევე გახდა სტოიცისტური სკოლის ლიდერი.[17]

ის გარდაიცვალა 143-ე ოლიმპიადის მიმდინარეობისას (ძვ.წ 208-204), 73 წლის ასაკში. დიოგენე ლაერტი გვაწვდის ქრისიპეს გარდაცვალების ორ ვერსიას.[18] პირველი ცნობით ის ნადიმზე გაუზავებელი ღვინით ზედმეტად დათვრა და მალე დაიღუპა. მეორე ვერსიით ის უყურებდა, თუ როგორ ჭამდა ვირი ლეღვს და იხუმრა:„მიეცით ვირს სუფთა ღვინო, რათა ჩამოირეცხოს ლეღვი“. ის საკუთარ ხუმრობაზე სიცილისას დაიღუპა. მისმა ძმისშვილმა არისტორეონმა შექმნა მისი ქანდაკება და დადგა ქალაქ კერამიკში.[19] ქრისიპე სტოიცისტური სკოლის ლიდერად დაინიშნა საკუთარი მოსწავლის, ზენონის მიერ.[20]

მისი ნაწარმოებებიდან არაფერია შემორჩენილი გარდა იმ ციტატებისა, რომლებიც მოხსენებულია ციცერონის, ლუსიუს ანეუს სენეკას, გალენოსის, პლუტარქესა და სხვათა ნაწარმოებებში. ლოგიკის თემაზე შექმნილი ნაწარმოებები აღირიცხება ჰერკულანუმის პაპირუსებში,[21] რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ქრისიპეს შექმნილია.[21]

ფილოსოფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისიპეს ბიუსტი, რომაული ორიგინალის ასლი.

ქრისიპეს კარიერის მანძილზე ხშირად უხდებოდა პლატონის აკადემიაზე თავდასხმების მოგერიება და ამას წარმატებით ართმევდა თავს.[22] ამასთან ის იცავდა სტოიციზმის მიმდინარეობას არა მარტო არსებული, არამედ მომავალი საფრთხისაგანაც. მან გააერთანა ზენონისა და კლეანთეს დოქტრინები რათა შეექმნა ერთიანი, მძლავრი სტოიცისტური სისტემა. ის ხელმძღვანელობდა მათი ფორმალური ლოგიკით. საბოლოოდ, ქრისიპემ ჩამოაყალიბა სტოიციზმი როგორც მიმდინარეობა. ამბობდნენ:„ქრისიპეს გარეშე არ იარსებებდა სტოა“.[23]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  2. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica.
  3. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  4. Arnim H. v. Aristobulos 17 // Kategorie:RE:Band II,1 — 1895.
  5. Smith W. Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology / W. Smith — 1849. — P. 700. — 1219 p.
  6. "Chrysippus". Random House Webster's Unabridged Dictionary.
  7. He died according to Apollodorus of Athens (ap. Diogenes Laërtius, vii. 184) at the age of 73 during the 143rd Olympiad (208–204 BC). Thus his date of birth is placed between 281 and 277. The statements in Pseudo-Lucian (Macr. 20) that he died aged 81, and Valerius Maximus that he was still writing at the age of 80 (Val. Max. viii. 7) are considered less credible. Cf. Dorandi 1999, p. 40
  8. Gould 1970, p. 7, citing Diogenes Laërtius, vii. 179; Galen, Protreptic, 7; de Differentia Pulsuum, 10
  9. Diogenes Laërtius, vii. 182
  10. 10.0 10.1 10.2 Diogenes Laërtius, vii. 179
  11. Diogenes Laërtius, vii. 181. The king is not named, but Cilicia was contested between Ptolemy II Philadelphus and Antiochus I Soter during this period, cf. Green 1993, p. 639
  12. Diogenes Laërtius, vii. 179. The claim that he studied under Zeno is less likely because Zeno died in 262/1. Cf. Dorandi 1999, p. 40
  13. Diogenes Laërtius, vii. 184
  14. Diogenes Laërtius, vii. 181
  15. Diogenes Laërtius, vii. 180
  16. Diogenes Laërtius, vii. 181, x. 26–7
  17. Davidson 1908, p. 614
  18. Diogenes Laërtius, vii. 185
  19. Plutarch, De Stoicorum Repugnantiis; Diogenes Laërtius, vii. 183
  20. Eusebius, Praeparatio Evangelica, 15. 18; Diogenes Laërtius, vii. 35
  21. 21.0 21.1 "The first of Chrysippus' partially preserved two or three works is his Logical Questions, contained in PHerc. 307 ... The second work is his On Providence, preserved in PHerc 1038 and 1421 ... A third work, most likely by Chrysippus is preserved in PHerc. 1020," Fitzgerald 2004, p. 11
  22. "Chrysippus", J. O. Urmson, Jonathan Rée, The Concise Encyclopedia of Western Philosophy, 2005, pages 73–74 of 398 pages.
  23. Diogenes Laërtius, vii. 183. ბერძ. εἰ μὴ γὰρ ἦν Χρύσιππος, οὐκ ἂν ἦν στοά