შინაარსზე გადასვლა

ქრისა კუველიოტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისა კუველიოტუ
ბერძ. Χρύσα Κουβελιώτου
ინგლ. Chryssa Kouveliotou
დაბ. თარიღი 26 მაისი, 1953(1953-05-26)[1] (73 წლის)
დაბ. ადგილი ათენი[1]
მოქალაქეობა  საბერძნეთი
 აშშ
საქმიანობა ასტროფიზიკოსი[2] , ასტრონომი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ათენის უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრი
ალმა-მატერი ათენის უნივერსიტეტი, სასექსის უნივერსიტეტი, მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები დენი ჰაინემანის პრემია ასტროფიზიკაში[3] , ბრუნო როსის პრემია[4] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Descartes Prize და NASA Exceptional Service Medal

ქრისა კუველიოტუ (ბერძ. Χρύσα Κουβελιώτου, ინგლ. Chryssa Kouveliotou; დ. 1956, ატიკა, საბერძნეთი)  — ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი მაღალი ენერგიის ასტროფიზიკის დარგში. NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრის ყოფილი მთავარი მეცნიერი (2015 წლამდე), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის პროფესორი.

იგი იყო აშშ-სა და ევროპაში მრავალი კვლევითი პროექტის მთავარი მკვლევარი და საერთაშორისო პროექტების ინიციატორი. ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში მისი უახლესი კვლევისა და ფუნდამენტური წვლილისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევებისა და აღმოჩენებისთვის გამა-გამოსხივების და მაგნიტარების შესწავლაში მიენიჭა დეკარტის პრემია (2002), ბრუნო როსის პრემია (2003), ასტროფიზიკის ეროვნული აკადემიის დენი ჰაინმანის პრემია, ნასას მედალი განსაკუთრებული დამსახურებისთვის (2012), არის ამერიკის ეროვნული აკადემიის წევრი (2013), ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების, ასევე ნიდერლანდების სამეფო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის უცხოელი წევრი (2015), ათენის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2016) და ა.შ. შედის მსოფლიოში ყველაზე ციტირებულ მეცნიერთა ათეულში კოსმოსური მეცნიერების სფეროში.

ქრისა კუველიოტუ

დაიბადა 1956 წელს ათენში (ატიკა, საბერძნეთი). ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან იყო დაინტერესებული ასტრონომიით. [5] ქრისაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, რომელმაც პირველად დადგა ფეხი მთვარეზე 1969 წელს. მისი მიღწევებით შთაგონებულს, ქრისას სურდა გამხდარიყო ასტრონავტი, თუმცა, ვინაიდან ეს სფერო არ იყო განვითარებული საბერძნეთში, მან საბოლოო არჩევანი ასტრონომიაზე გააკეთა.[6][7]

დაამთავრა ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტი 1975 წელს მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში.

1977 წელს გახდა სასექსის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ასტრონომიის მაგისტრის ხარისხის მფლობელი. კუველიოტუს დისერტაციის თემა იყო The Sodium emission cloud around Io: mapping and correlation with Jupiter’s magnetic field („ნატრიუმის ემისიის ღრუბელი Io-ს გარშემო: რუკა და კორელაცია იუპიტერის მაგნიტურ ველთან“).

1981 წელს დაამთავრა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია) და მიიღო დოქტორის ხარისხი ასტროფიზიკაში.[8] ქრისა, სავარაუდოდ, პირველი მეცნიერია მსოფლიოში, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი გამა-სხივების აფეთქების შესწავლაში.[9]

1982 წლიდან 1994 წლამდე ასწავლიდა ფიზიკას და ასტრონომიას ათენის ეროვნულ და კაპოდისტრიულ უნივერსიტეტში. ყოველი შვებულების დროს სტუმრობდა შეერთებულ შტატებს, იყო რა NASA-სთან არსებული გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მიწვეული მეცნიერი.[10] იგი მოგვიანებით გადავიდა სამუშაოდ აშშ-ში.[11]

2004 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა NASA-ს ჯორჯ მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრში (2013 წლიდან არის წამყვანი მკვლევარი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დირექტორატში, მაღალი ენერგიების ასტროფიზიკის კვლევების სფეროში).[12]

ქრისა კუველიოტუ ავტორია რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალების მრავალი პუბლიკაციის, მათ შორის ისეთების, რომლებიც ეძღვნება რენტგენის ორობითი ვარსკვლავების, მზის ანთებებისადა გალაქტიკური გროვათა შერწყმის შესწავლას.

მეცნიერი არის მრავალი საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის, საბჭოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს, მიმოხილვის პანელების წევრი.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლიდან, როგორც NASA-ს მკვლევარმა, კუველიოტუმ ჩაატარა ვრცელი კვლევა ასტრონომიული ფენომენების რიგზე შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავების და გამა-სხივების აფეთქებების ჩათვლით (GRBs). იყო GBM GW ჩამწერის, NuSTAR კოსმოსური ობსერვატორიის, ISEE-3 კოსმოსური ხომალდის, SolarMax თანამგზავრისა და BATSE მონიტორის სამეცნიერო გუნდების წევრი. მისმა მნიშვნელოვანმა წვლილმა ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში გააღრმავა მეცნიერული გაგება გარდამავალ ფენომენებზე ირმის ნახტომისა და სამყაროს შესახებ. GB-ების სპეციფიკური თვისებების დადგენის გარდა, 1997 წელს კუველიოტუ მონაწილეობდა კვლევაში, რომელმაც დაადგინა GB წყაროების ექსტრაგალაქტიკური ბუნება. 1998 წელს მან და მისმა გუნდმა ასევე პირველებმა დაადასტურეს სუპერ მკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავების აღმოჩენა მაგნიტარების სახელწოდებით.

ბოლო წლებში NASA-ს მხარდაჭერით იგი ორი სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც ჩართულია Athena-ს მისიის განხორციელებაში. კოსმოსური ტელესკოპის გაშვება 2028 წელს იგეგმება.[13]

1992 წლიდან 1999 წლამდე დაქორწინებული იყო ცნობილ ჰოლანდიელ ასტროფიზიკოს იან ვან პარადეისზე.[14][15][16]

  1. 1 2 https://physics.columbian.gwu.edu/sites/g/files/zaxdzs4791/files/2024-03/biosketch_kouveliotou_mar2024.pdf
  2. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1029586446 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. ↑ https://aas.org/grants-and-prizes/dannie-heineman-prize-astrophysics
  4. ↑ https://head.aas.org/rossi/rossi.recip.html
  5. ↑ Η ελληνίδα που έφθασε στα αστέρια!. Newsbeast (2013-05-28). ციტირების თარიღი: 2017-04-24
  6. ↑ Honoris Causa, Dr Chryssa Kouveliotou. telescoper (2014-07-10). ციტირების თარიღი: 2017-04-24
  7. ↑ Chryssa Kouveliotou: Astrophysicist. NASA (2016-07-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-18. ციტირების თარიღი: 2017-04-23
  8. ↑ Biography of Dr. Chryssa Kouveliotou. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-09. ციტირების თარიღი: 2017-04-24
  9. ↑ Αλλη μια Ελληνίδα στη ΝASA με διεθνή διάκριση – Η φοιτήτρια της Φυσικής Αθηνών που είχε πρότυπο τον Αρμστρονγκ. iefimerida.gr (2013-05-07). ციტირების თარიღი: 2017-04-24
  10. ↑ Chryssa Kouveliotou: Astrophysicist. The National Herald (2015-01-10). ციტირების თარიღი: 2017-04-24
  11. ↑ Ελληνίδες που έφτασαν στα... άστρα. Το Βήμα (2012-03-11). ციტირების თარიღი: 2017-04-24
  12. ↑ NASA Marshall's Dr. Chryssa Kouveliotou Named Senior Scientist for High Energy Astrophysics, Science and Research Office. NASA (2013-02-19). ციტირების თარიღი: 2017-04-24
  13. ↑ Board Members and Meetings. Национальные академии наук, техники и медицины. ციტირების თარიღი: 2020-06-24
  14. ↑ Kouveliotou Chryssa. Hellenica. ციტირების თარიღი: 2017-04-24
  15. ↑ Jan van Paradijs died on Tuesday the 2nd of November 1999. AAS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-19. ციტირების თარიღი: 2017-04-24.
  16. ↑ Glanz, James. (1999-11-04) Johannes van Paradijs, 53; Helped Explain Gamma Rays. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-19. ციტირების თარიღი: 2017-09-30.