ქრიზოლითი
იერსახე
| ქრიზოლითი | |
|---|---|
| ქრიზოლითები | |
| საერთო | |
| ქიმიური ფორმულა | (Mg,Fe)2SiO4 |
| იდენტიფიკაცია | |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6,5-7 |
| ხაზის ფერი | თეთრი |
ქრიზოლითი (ბერძ. χρυσός — ოქრო და λίθος — ქვა) — მინერალი. ოლივინის გამჭვირვალე საიუველირო სახესხვაობა. მისი ფერი მოყვითალო-მომწვანოა, ზოგჯერ კი ზურმუხტისფერი. მიეკუთვნება ნახევრად ძვირფას ქვებს. ძველ დროში ქრიზოლითს „საღამოს ზურმუხტს“ ეძახდნენ, რადგანაც სანთლის შუქზე უფრო მეტად მისი მწვანე ფერია შესამჩნევი.