ქოჩორთ წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოჩორთ წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამხრის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, მაღალი მთის თხემზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,2 x 3,3 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით მცირე სიღრმის აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა, გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სარკმელია. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის ნიშია. ეკლესიის აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრის მანძილზე, შემორჩენილია ნაგებობის ნაშთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]