შინაარსზე გადასვლა

ქოშინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოშინი არის სუბიექტურად აღქმული სხვადასხვა ინტენსივობის გაძნელებული სუნთქვა. ვითარდება სხვადასხვა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით და შეიძლება გამოიწვიოს მეორეული ფიზიოლოგიური და ქცევითი რეაქციები.

გაზრდილი სუნთქვითი მუშაობის ნიშნებია: ტაქიპნეა (შეცვლილი სიხშირე და რიტმი), დამატებითი კუნთების ჩართვა სუნთქვაში, ნეკნთაშუა რეტრაქციები (შეცვლილი სიღრმე).

სისტემა პათოლოგიური პროცესის ტიპი დაავადების მაგალითი სიმპტომები ფიზიკური ნიშნები შესაძლო მექანიზმები პირველადი გამოკვლევა
ფილტვი საჰაერო გზების დაავადება ასთმა, ფქოდ გულმკერდის შებოჭილობა, ტაქიპნეა, გაზრდილი მუშაობა, ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა, ჰაერის შიმშილი ვიზინგი, დამატებითი კუნთების ჩართვა, დატვირთვისას ჰიპოქსემია 1. გაზრდილი მუშაობა,

2. ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია,

3. ფილტვის სისხლძარღვების გაღიზიანება

პიკფლოუმეტრია, სპირომეტრია, რენტგენი.
პარენქიმული დაავადება ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ფილტვების რესტრიქციული დაავადებები ჰაერის შიმშილი, ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა მშრალი ხიხინი, დოლისებრი თითები, დატვირთვისას ჰიპოქსემია 1. გაზრდილი მუშაობა, ჩასუნთქვის გაზრდილი ძალისხმევა,

2. ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია,

3. სისხლძარღვების გაღიზიანება

სპირომეტრია, რენტგენი და CT.
გულმკერდის კედლის დაავადება კიფოსქოლიოზი, ნერვ-კუნთოვანი სისუსტე (ავთვისებიანი მიასთენია) გაზრდილი მუშაობა, ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა ატელექტაზი, დიაფრაგმის დაქვეითებული მოძრაობა 1. გაზრდილი მუშაობა,

2. ფილტვის სისხლძარღვების გაღიზიანება

სპირომეტრია, მაქსიმალური ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის წნევა
ფილტვი და გული ფილტვის სისხლძარღვები ფილტვის არტერიის ჰიპერტენზია,

Cor Pulmonale

ტაქიპნეა მარჯვ. გულის წნევა გაზრდილია, დატვირთვისას ჰიპოქსემია 1. ჩასუნთქვის გაზრდილი ძალისხმევა,

2. ჰიპოქსემია,

3. ფილტვის სისხლძარღვების გაღიზიანება

დიფუზური მოცულობა, ეკგ, ექო-კგ.
გული გულის მარცხენამხრივი უკმარისობა CAD

კარდიომიოპათია

გულმკერდის შებოჭილობა, ჰაერის შიმშილი მარცხ. გულის წნევა გაზრდილია, სველი ხიხინი 1. გაზრდილი მუშაობა, ჩასუნთქვის გაზრდილი ძალისხმევა,

2. ჰიპოქსემია, ფილტვის სისხლძარღვების გაღიზიანება

BNP, ECG, ექო-კგ, სტრეს-ტესტი, კათეტერიზაცია
პერიკარდიული დაავადება რესტრიქციული პერიკარდიტი;

გულის ტამპონადა

პარადოქსული პულსი
სხვა სხვადასხვა ანემია,

ფსიქოლოგიური,

ნევროლოგიური

ფიზიკური დასუსტება

დატვირთვისას ქოშინი, სისუსტე, შფოთვა სხვადასხვა 1. მეტაბორეცეპტორების (ანემია) ან ქემორეცეპტორების (ანაერობული სუნთქვა ფიზიკური სისუსტისას) აგზნება; ჰემატოკრიტი,

სხვა მიზეზების გამორიცხვა.

როცა ქოშინი ქრონიკულია და გრძელდება 1 თქვეზე მეტხანს, ხშირ შემთხვევაში (85%) მიზეზია გულ-ფილტვის უკმარისობა.

სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული მიზეზებია: საჰაერო გზების დაავადებები (ასთმა, ფქოდ), პარენქიმული დაავადებები (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი, მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი), გულმკერდის კედლის დაავადებები (კიფოსქოლიოზი, ALS) და ფილტვის სისხლძარღვების დაზიანებები (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია-ქრონიკული თრომბოემბოლია).

გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული მიზეზებია: მარცხენამხრივი უკმარისობით მიმდინარე დაავადებები (CAD, კარდიომიოპათია), პერიკარდიუმის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები (რესტრიქციული პერიკარდიტი, გულის ტამპონადა).

სხვა მიზეზებია: ანემია, შფოთვა, ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი გაუარესება.

გაძნელებულია, რადგან უპირატესად სუბიექტური შეგრძნებაა, მაგრამ შემოთავაზებულია მეთოდი მისი კლინიკური გაზომვისა (‘The Modified Medical Research Council Dyspnea Scale’).

ქოშინის დონე აღწერა
0 არასდროს აწუხებს გაძნელებული სუნთქვა, გარდა ძლიერი დატვირთვისა
1 სუნთქვა უძნელდება საფეხურებზე ასვლისას ან აღმართში
2 ქოშინის გამო უფრო ნელა ადის საფეხურებზე ვიდრე მისი თანატოლები, ან ჩერდება რათა დაისვენოს
3 ჩერდება და ისვენებს 100 მ გავლისას ან რამდენიმე წუთში საფეხურებზე ასვლისას
4 უჭირს სუნთქვა თავის მოვლისას და სახლის დატოვებისას

ქოშინი შეიძლება წარმოიქმნას აფერენტული სიგნალებით სასუნთქი სისტემიდან ცენტრალური ნერვული სისტემისკენ, ეფერენტული სიგნალებით ცნს-დან სასუნთქი კუნთებისკენ ან ამ ორი ინტეგრაციული ფუნქციის დარღვევითა და „ეფერენტულ-უკუაფერენტული შეუსაბამობით“.

აფერენტული სიგნალები აღაგზნებენ ცნს-ს (ტვინის ღერო და/ ან ქერქი):

ა) პერიფერიული ქემორეცეპტორებით კაროტიდულ სხეულსა და აორტის რკალში; და ცენტრალური ქემორეცეპტორებით მოგრძო ტვინში. მთავარი გაღიზიანების ფაქტორებია ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია, აციდემია, რაც წარმოქმნის ‘ჰაერის შიმშილის’ შეგრძნებას.

ბ) ზემო სასუნთქი გზების მექანორეცეპტორებით; ფილტვის გაჭიმვის, გაღიზიანებისა და J (იუქსტაკაპილარული) რეცეპტორებით; და გულმკერდის კედლის კუნთოვანი კონების გაჭიმვის რეცეპტორებითა და მყესოვანი ორგანოებით. მთავარი გაღიზიანების ფაქტორებია დაავადებების პირობებში რეზისტენტობის დასაძლევი გაზრდილი მუშაობის მოცულობა (ფქოდ, ასთმა) ან შემცირებული ფილტვისა და გულმკერდის კედლის ელასტიურობა (ფილტვის ფიბროზი).

გ) ფილტვის სისხლძარღვების რეცეპტორული აპარატით, როცა ფილტვის არტერიის წნევა იცვლება ან უშუალოდ ჩონჩხის კუნთებით, რომელთაც აქვთ მეტაბორეცეპტორული აქტივობა.

ეფერენტული სიგნალები ცნს-დან (ტვინის ღერო და მოტორული ქერქი) სასუნთქი კუნთებისკენ და გაზრდილი მუშაობის პირობებში (ფქოდ) სენსორული ქერქისკენ, რომელიც იწვევს ‘ჰაერის შიმშილის’ შეგრძნებას.

დამატებით შიში ან შფოთვა არის მიზეზი ქოშინის შეგრძნებისა, ამგვარივე მექანიზმებით.

პირველ რიგში საჭიროა უეცრად განვითარებული სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის გამორიცხვა (PTX, ტრავმა, ასპირაცია, პნევმონია-ფილტვის შეშუპება, PE, მწვავე HF, ანაფილაქსია).

თუ პაციენტის რაიმე სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ცნობილია, საჭიროა მისი შესაძლო გამწვავების ან რაიმე ახალი პათოლოგიის აღმოცენების გამორიცხვა. ხოლო, თუ პაციენტის შეფასება პირველად ხდება, მიზანშეწონილია სრულყოფილი გამოკვლევა.

I. ავადმყოფობის ისტორია (ანამნეზი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაციენტმა თავისი სიტყვებით უნდა დაახასიათოს დისკომფორტი. როდის და რა სისწრაფით დაიწყო, განსაზღვროს ქოშინთან ასოცირებული სხვა ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირი, პოზიციური ცვლილება (სტრიდორი-ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ორთოპნოე-LS-HF, იძულებითი მჯდომარე პოზიცია-ბრონქული ასთმა, Sp. PTX, დაბალ სასთუმალზე წოლა-PE), ინფექციები (ცხელება, ჩირქოვანი ნახველი), ან გარემოს გამღიზიანებლები (სეზონური ალერგიები). რა უმსუბუქებს მდგომარეობას (წამოჯდომა-HF, ბეტა-აგონისტები-ასთმა).

გულმკერდის შებოჭილობა შეიძლება მიუთითებდეს ბრონქოკონსტრიქციაზე, ხოლო ღრმა ჩასუნთქვის გაძნელება ფქოდ-ის მიერ გამოწვეულ დინამიურ ჰიპერინფლაციაზე. ორთოპნოე (კარდიალური ასთმა) შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშანია, ხოლო დიაფრაგმის მექანიკური დისფუნქცია სიმსუქნის, ასთმისა და საყლაპავის რეფლუქსის. ღამის ქოშინი და გამოღვძება მიუთითებს გულის შეგუბებით უკმარისობაზე ან ასთმაზე. მწვავე, ხანგამოშვებითი ქოშინის ეპიზოდები მეტად დამახასიათებელია მიოკარდიუმის ინფარქტისთვის, ბრონქოსპაზმისთვის, ფილტვის არტერიის ემბოლიისთვის; ხოლო, ქრონიკული მუდმივი ქოშინი ფქოდ-ზე, ფილტვის ინტერსტიციულ დაავადებაზე და ქრონიკულ თრომბოემბოლიაზე მიუთითებს.

საჭიროა გამოვრიცხოთ წამლისმიერი (BBs, ACE-Is, MTX, ამიოდარონი, ნიტროფურანტოინი, კარმუსტინი, ბლეომიცინი, ბუსულფანი) ან პროფესიული ფილტვის დაავადებები (აზბესტოზი, სილიკოზი). თუ პაციენტი უჩივის პლატიპნოეს (ქოშინი წამოჯდომისას, ქრება დაწოლისას), საჭიროა გამოირიცხოს მარცხენა წინაგულის მიქსომა ან ჰეპატოპულმონური სინდრომი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ თამბაქოზე, ჰიპერტენზიაზე, კორონარული არტერიების დაავადებაზე, შფოთვაზე, გადატანილ ტრავმებზე.

-       გქონიათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები?

-       რამდენ საფეხურს ადიხართ მანამ სანამ შეყოვნდებით დასასვენებლად?

-       შეგიძლიათ ხილ-ბოსტნეულის ტარება ჩანთით? საწოლის მოწესრიგება?

-       გაძნელებულმა სუნთქვამ შეცვალა თქვენი ყოველდღიური საქმიანობა? როგორ?

-       როდის იწყება? როგორ? რა სიტუაციაში? რამდენი ხანი გრძელდება? რა გიმსუბუქებთ, გიუარესებთ თვითშეგრძნებას?

II. ფიზიკური გასინჯვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხელება მიუთითებს რაიმე ინფექციაზე ან თრომბოემბოლიაზე; ჰიპერტენზია გულის უკმარისობის პირობებში დამახასიათებელია დიასტოლური დისფუნქციისთვის; ტაქიკარდია დაკავშირებულია ცხელებასთან, გულის დისფუნქციასთან, ფიზიკურ განლევასთან; მოსვენებისას ჰიპოქსემია მიუთითებს პროცესზე, რომელიც მოიცავს ჰიპერკაპნიას, ვენტილაცია-პერფუზიის დარღვევას, შუნტს ან დიფუზური მოცულობის შემცირებას.

თუ პაციენტს არ შეუძლია მთლიანი წინადადების გამოთქმა შეჩერებისა და ღრმა ჩასუნთქვის გარეშე, ეს მანიშნებელია დაქვეითებულ სუნთქვით მოცულობაზე და ფილტვის პრობლემაზე. გაზრდილი სუნთქვითი მუშაობა (ლავიწზედა რეტრაქციები, დამატებითი კუნთების ჩართვა, ჯდომა ხელების მუხლებზე დაბჯენით) მიუთითებს გაზრდილ სუნთქვით წინააღმდეგობაზე და ფილტვისა და გულმკერდის კედლის გასქელებაზე.

სასიცოცხლო ნიშნების გაზომვისას, ყურადღება ექცევა სუნთქვის სიხშირესა და პარადოქსულ პულსს (თუ სისტოლური წნევა ქვეითდება 10 მმ-ზე მეტად, საჭიროა გამოირიცხოს ფქოდ, მწვავე ასთმა და პერიკარდიული დაავადება). ზოგადი გასინჯვისას საჭიროა ანემიის (ფერმკრთალი კონიუნქტივა), ციანოზისა და ციროზის (ობობისებრი ანგიომები, გინეკომასტია) ნიშნებზე დაკვირვება. გულმკერდის გასინჯვისას ვაკვირდებით მის სიმეტრიულ მოძრაობას (ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა-ფქოდ; ცალმხრივი-ექსუდაცია, PTX, ფილტვის კონსოლიდაცია), ვატარებთ პერკუსიას (მოყრუება მიუთითებს პლევრულ გამონაჟონზე ან კონსოლიდაციაზე; ჰიპერრეზონანსულობა ემფიზემაზე), აუსკულტაციას (ვიზინგი, მშრალი ხიხინი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვის ფაზა, დაქვეითებული სუნთქვითი ხმიანობები მიუთითებს სასუნთქი გზების დაზიანებაზე; კრეპიტაცია მიუთითებს ინტერსტიციულ შეშუპებასა და ფიბროზზე).

გულის გამოკვლევა უნდა ფოკუსირდეს მარჯვენამხრივი წნევის გაზრდის ნიშნებზე (საუღლე ვენური წნევის მომატება-დაჭიმული PTX, გულის ტამპონადა, PE, ტრიკუსპიდული რეგურგიტაცია, Cor Pulmonale, HF; შეშუპება, პულმონური კომპონენტის აქცენტირება მეორე ტონზე); მარცხენამხრივ დისფუნქციაზე (მესამე და მეოთხე ტონები, გალოპი); სარქვლოვან დაავადებაზე (შუილი).

პაციენტის მუცლის გასინჯვისას, საჭიროა შეფასდეს მუცლის გაზრდილი მოძრაობა სუნთქვისას. მუცლის ჩავარდნა ჩასუნთქვისას მიუთითებს დიაფრაგმულ სისუსტეზე, ხოლო ამოწევა ამოსუნთქვისას ფილტვის შეშუპებაზე.

დოლისებრი თითები ნიშანია ინტერსტიციული ფიბროზის ან ბრონქოექტაზიის, სახსრების შეშუპება ან დეფორმაცია თანდართული რეინოს ფენომენით მიუთითებს კოლაგენოზზე ან ვასკულიტზე, რომელიც შეიძლება ფილტვის დაავადებასაც იწვევს. პაციენტი უნდა დავტვირთოთ და პარალელურად ჩავატაროთ პულსოქსიმეტრია, თუ შეიცვალა ან წარმოიქმნა დამატებითი სიმპტომები (მაგ. ვიზინგი) ეს საყურადღებოა (ოპორტუნისტული პნევმონია).

III. გულმკერდის რადიოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ დიაგნოზი ანამნეზისა და ფიზიკური გასინჯვის შემდეგ გაურკვეველია, სასურველია ჩატარდეს რადიოლოგიური კვლევები.

ჰიპერინფლაცია მიუთითებს ფილტვის ობსტრუქციულ დაავადებაზე, ხოლო დაქვეითებული ფილტვის მოცულობა ინტერსტიციულ შეშუპებაზე ან ფიბროზზე, დიაფრაგმულ დისფუნქციაზე, გულმკერდის კედლის მოძრაობის დარღვევაზე. ფილტვის პარენქიმა უნდა შეფასდეს ინფილტრატების არსებობაზე, ემფიზემაზე, ინტერსტიციულ დაავადებაზე. ფილტვის სისხლძარღვების ზედა ნაწილის გაძლიერება მიუთითებს ფილტვის ვენურ ჰიპერტენზიაზე, ხოლო ცენტრალური გაძლიერება ფილტვის არტერიულ ჰიპერტენზიაზე. გულის გადიდებული სილუეტი ნიშანია დილატაციური კარდიომიოპათიის ან სარქვლოვანი დაავადების. ორმხრივი პლევრული გამონაჟონი დამახასიათებელია შეგუბებითი გულის უკმარისობისთვის და სხვადასხვა ფორმის კოლაგენოზისთვის/ვასკულიტისთვის. ცალმხრივი გამონაჟონი ახასიათებს გულის უკმარისობას (პარაპნევმონური გამონაჟონი), მაგრამ ამ დროს, უნდა გამოირიცხოს კარცინომა (ბრონქოსკოპია) და ფილტვის არტერიის ემბოლია (CT ანგიოგრაფია).

IV. ლაბორატორიული კვლევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭიროა პირველ რიგში გამოირიცხოს ფარული ანემია ჰემატოკრიტის განსაზღვრით, ხოლო მეტაბოლური პანელი (ABG) დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ მეტაბოლური აციდოზი (მეორე მხრივ, მომატებული ბიკარბონატი მიუთითებს ნახშირორჟანგის რეტენციაზე, რაც ნიშანია ქრონიკული რესპირატორული უკმარისობის).

დამატებით საჭიროა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფია, რათა აღმოვაჩინოთ არითმიები, პარკუჭოვანი ჰიპერტროფია ან მიოკარდიუმის ინფარქტი; ასევე სპირომეტრია, რათა შევაფასოთ ობსტრუქციული ან რესტრიქციული ფილტვის დაავადებები. ექოკარდიოგრაფია შეიძლება ჩატარდეს სისტოლური დისფუქციისას, პულმონური ჰიპერტენზიისას ან სარქვლოვანი დაავადებების ეჭვისას. ბრონქოპროვოკაციული ტესტი ან სახლში პიკფლოუმეტრიის მონიტორინგი საგულისხმოა პაციენტებში ხანგამოშვებითი ასთმის სიმპტომატიკით, ვისაც აქვთ ნორმალური სპირომეტრია და ფიზიკური გასინჯვის მონაცემები. BNP გაზომვა სისხლში გამოიყენება გულის შეგუბებითი უკმარისობით სადიაგნოსტიკოდ პაციენტებში მწვავე ქოშინით, მაგრამ შეიძლება მოიმატოს მარჯვენა პარკუჭის გაჭიმვის დროსაც.

V. ერთმანეთისგან განვასხვავოთ გულისმიერი და ფილტვისმიერი ქოშინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ პაციენტს აქვს ორივე, ფილტვის და გულის დაავადების ნიშნები და არცერთი მათგანის მკურნალობა არ არის ეფექტური, საჭიროა ჩატარდეს კარდიოპულმონური დატვირთვის ტესტი (CPET). ეს მოიცავს ტრედმილზე ან ველოსიპედზე ვარჯიშს ვენტილაციისა და გაზთა ცვლის გაზომვით და ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავს არაინვაზიურ ან ინვაზიურ ფილტვის სისხლძარღვების წნევისა და გულის წუთმოცულობის გაზომვას.

თუ მაქსიმალური დატვირთვისას პაციენტი აჩვენებს მაქსიმალურ ვენტილაციას, მკვდარი სივრცის მომატებას, ჰიპოქსემიას ან ბრონქოსპაზმს, ეს მიუთითებს სასუნთქი სისტემის მიზეზებზე. ხოლო თუ გულისცემის სიხშირე გაიზარდა 85%-ით და ანაერობული ზღურბლი ნაადრევად დადგა, წნევა მალე მოიმატა და შემდეგ დაეცა ვარჯიშისას, ჟანგბადის პულსი დაეცა (O2 მოხმარება/გულისცემის სიხშირე - მაჩვენებელია დარტყმითი მოცულობის), თუ ელექტროკარდიოგრამაზე გვაქვს იშემიური ცვლილებები, მაშინ მიზეზი ქოშინისა გულისმიერია.

პირველ რიგში უნდა მოგვარდეს ეტიოლოგიური მიზეზი. მულტიფაქტორული ეტიოლოგიის შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე ინტერვენციული ჩარევა. თუ სიმპტომის ალაგება შეუძლებელია, მიზანშეწონილია მისი შემსუბუქება და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.


თუ მოსვენებისას სატურაცია 88%-ზე დაბალია, საჭიროა ოქსიგენოთერაპია. კვლევებმა აჩვენა ოპიოიდების დადებითი მოქმედება სიმპტომების შესუსტების თვალსაზრისით, რადგან ის ამცირებს ჰაერის შიმშილს, ქერქის აქტივობასა და სუნთქვისთვის აუცილებელ ძალისხმევას. მისი შერჩევისას უნდა განისაზღვროს რისკისა და სარგებლის შეფარდება, რადგან არსებობს შანსი რესპირაციული დეპრესიისა. ანქსიოლიტიკებმა არ აჩვენა დადებითი შედეგი, კვლევის პროცესშია ფუროსემიდი, რომელსაც შეუძლია აფერენტული გადაცემა შეცვალოს.

სტაციონარული პაციენტების ნახევარში და ყოველ მეოთხე ამბულატორიულ პაციენტში აღინიშნება ქოშინი. 3-4 მილიონი პაციენტი აკითხავს ყოველწლიურად გადაუდებელ დახმარებას ამ მიზეზით. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფქოდ-ის (GOLD 2017) და სხვა ფილტვისა და გულის ქრონიკული დაავადებების პროგნოზის განსაზღვრა.

ინგლისური დისპნოე მოდის ლათინურიდან dyspnoea, ბერძნულიდან dyspnoia, dyspnoos- დან, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "სუნთქვის დარღვევას". [1] მისი კომბინირებული ფორმები ( დის- + -პნოე ) ცნობილია სხვა სამედიცინო სიტყვებისგან, როგორიცაა დისფუნქცია ( დის- + ფუნქცია ) და აპნოე ( ა- + -პნოე ). სამედიცინო ინგლისურში ყველაზე გავრცელებული გამოთქმა არის /dɪspˈnə/ disp-NEE -ə, p გამოხატული და ხაზგასმულია /niː/ სილაზე. მაგრამ გამოთქმები ჩუმად p- ით pn- ში (როგორც ასევე pneumo- ში) ხშირია ( /dɪsˈnə/ ან /ˈdɪsniə/ ), [2] /ˈdɪspniə/ [2] / /ˈdɪsniə/ ).

1 მარცხენამხრივი გულის უკმარისობა
მიმდინარეობა (Process) ფილტვის კაპილარული წნევის მომატება ტრანსუდაციით ინტერსტიციუმსა და ალვეოლაში. ფილტვის დაქვეითებული ელასტიურობა და გაზრდილი სუნთქვის მუშაობა.
დრო (Timing) შეიძლება ვითარდებოდეს ნელა, ან უეცრად, როგორც მაგალითად მწვავე ფილტვის შეშუპებაში.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) დატვირთვა, წოლა.
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) დასვენება, წამოჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ ქოშინი შეიძლება მუდმივი გახდეს.
თანდართული სიმპტომები (Association) ხველა, ორთოპნოე, ღამის პაროქსიზმული ქოშინი, ვიზინგი
წინაპირობა (Setting) გულის დაავადების ისტორია ან სხვა წინასწარგანმწყობი ფაქტორი
2 ქრონიკული ბრონქიტი
მიმდინარეობა (Process) ბრონქში დიდი რაოდენობით ლორწოს გამომუშავება, რომელსაც მოსდევს საჰაერო გზების ქრონიკული ობსტრუქცია.
დრო (Timing) ქრონიკული ნახველი, რომელსაც მოსდევს თანდათანობით განვითარებული ქოშინი.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) დატვირთვა, გამღიზიანებლების ჩასუნთქვა, სასუნთქი გზების ინფექციები.
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) ამოხველება, დასვენება, მიუხედავად იმისა, რომ ქოშინი შეიძლება მუდმივი გახდეს.
თანდართული სიმპტომები (Association) ქრონიკული ნახველი, შებრუნებითი რესპირაციული ინფექციები, ვიზინგი.
წინაპირობა (Setting) მოწევის ისტორია, ჰაერის დამაბინძურებლები, შებრუნებითი სასუნთქი გზების ინფექციები, ხშირად ასოცირებულია ფქოდ-თან.
3 ფქოდ
მიმდინარეობა (Process) ტერმინალური ბრონქიოლების დისტალურად საჰაერო სივრცეების გაფართოება, ალვეოლური ძგიდეების დესტრუქცია, ალვეოლური გაფართოება და ამოსუნთქვითი ჰაერის მოძრაობის შეზღუდვა
დრო (Timing) ნელა, თანდათანობით განვითარებული ქოშინი; მოგვიანებით მსუბუქი ხველა.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) დატვირთვა
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) დასვენება, შეიძლება გახდეს მუდმივი
თანდართული სიმპოტომები (Association) ხველა, სქელი წებოვანი ლორწოვანი ნახველით.
წინაპირობა (Setting) მოწევის ისტორია, ჰაერის დამაბინძურებლები, ანტიტრიფსინის გენეტიკური დეფიციტი.
4 ასთმა
მიმდინარეობა (Process) შექცევადი ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა, როცა გამომუშავდება ანთებითი მედიატორები, იზრდება საჰაერო გზების სეკრეცია და ვითარდება ბრონქოკონსტრიქცია.
დრო (Timing) მწვავე ეპიზოდები, რომელსაც მოსდევს თავისუფალი პერიოდები. ხშირია ღამის გამწვავებები.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) სხვადასხვაგვარი, მათ შორის ალერგენები, გამღიზიანებლები, სასუნთქი გზების ინფექციები, ვარჯიში, სიცივე, ემოციები
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) მოშორება გამაუარესებელი ფაქტორებისგან
თანდართული სიმპოტომები (Association) ვიზინგი, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა
წინაპირობა (Setting) გარემო ფაქტორები
5 დიფუზური ინტერსტიციული ფილტვის დაავადებები (სარკოიდოზი, სიმსივნეები, იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი, აზბესტოზი)
მიმდინარეობა (Process) გაფართოებული და პათოლოგიური უჯრედული ინფილტრაცია, ექსუდაცია და კოლაგენის ჩალაგება ალვეოლათაშორის ინტერსტიციუმში.
დრო (Timing) თანდათანობით განვითარებული ქოშინი, რომელიც სხვადასხვაგვარია მისი სიხშირითა და გამომწვევი მიზეზით.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) დატვირთვა
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) მოსვენება, შეიძლება გახდეს ქოშინი მუდმივი
თანდართული სიმპტომები (Association) სისუსტე, ადვილად დაღლა, ხველა შედარებით იშვიათია
წინაპირობა (Setting) სხვადასხვაგვარი, გამღიზიანებელ ფაქტორებთან შეხება
6 პნევმონია
მიმდინარეობა (Process) ფილტვის პარენქიმის ინფექცია სასუნთქი ბრონქიოლებიდან ალვეოლებამდე.
დრო (Timing) მწვავე დაავადება, მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევ აგენტზე.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) დატვირთვა, თამბაქო
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) მოსვენება, შეიძლება ქოშინი გახდეს მუდმივი
თანდართული სიმპტომები (Association) პლევრული ტკივილი, ხველა, ნახველი, ცხელება (არა-ყოველთვის)
წინაპირობა (Setting) სხვადასხვაგვარი
7 სპონტანური პნევმოთორაქსი
მიმდინარეობა (Process) ჰაერის შეღწევა პლევრალურ სივრცეში ვისცერალური პლევრის ბულებიდან, რაც იწვევს ნაწილობრივ ან სრულ ფილტვის კოლაფსს.
დრო (Timing) ქოშინის უეცარი დასაწყისი.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation)
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve)
თანდართული სიმპტომები (Association) პლევრული ტკივილი, ხველა
წინაპირობა (Setting) წარსულში ჯანმრთელი ახალგაზრდა ან ზრდასრული ემფიზემით
8 მწვავე ფილტვის არტერიის ემბოლია
მიმდინარეობა (Process) ფილტვის არტერიის უეცარი დახშობა სისხლის კოლტით, რომელიც წარმოქმნილია ფეხების ან მენჯის ღრმა ვენებიდან.
დრო (Timing) უეცარი დასაწყისი, ტაქიპნეა, ქოშინი.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) დატვირთვა
შემამსუბუქებელი ფაქოტრები (Relieve) დასვენება, ქოშინი შეიძლება გახდეს მუდმივი
თანდართული სიმპტომები (Association) ხშირად არანაირი; ან რეტროსტერნალური ტკივილი, პლევრული ტკივილი, ხველა, სინკოპე, ჰემოპტიზი, ცალმხრივი ფეხის შეშუპება და ტკივილი, შფოთვა
წინაპირობა (Setting) პოსტპარტული ან პოსტოპერაციული პერიოდები, გახანგრძლივებული საწოლში წოლა, გულის უკმარისობა, ქრონიკული ფილტვის დაავადება, ფეხის ან თეძოს მოტეხილობა, ღრმა ვენების თრომბოსი, ჰიპერკოაგულაციური დარღვევები, კიბო, ჰორმონული თერაპია
9 შფოთვა ჰიპერვენტილაციით
მიმდინარეობა (Process) ზედმეტი სუნთქვა, რაც იწვევს რესპირაციულ ალკალოზს და ნახშირბადის დიოქსიდის პარციალური წნევის შემცირებას არტერიულ სისხლში (pCO2).
დრო (Timing) ეპიზოდურია, ხშირად შებრუნებითი.
გამაუარესებელი ფაქტორები (Aggravation) ხშირია მოსვენებისას და არაა რაიმე კონკრეტულთან დაკავშირებული
შემამსუბუქებელი ფაქტორები (Relieve) ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა
თანდართული სიმპტომები (Association) გულის წასვლა, ფეხისა და ხელის თითების პარესთეზიები, გულის ფრიალი, გულმკერდის შებოჭილობა, ხვნეშა
წინაპირობა (Setting) გულმკერდის შებოჭილობა, დიაფორეზი, გულის ფრიალი


გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. Churchill's Pocketbook of Differential Diagnosis 3rd Edition - September 14, 2009, Andrew T Raftery, Eric KS Lim, Andrew J K Ostor. ISBN: 9780702045103

2. Loscalzo J, Fauci A, Kasper D, Hauser S, Longo D, Jameson J. eds. Harrison's Principles of Internal Medicine, 21e. McGraw-Hill Education; 2022. Accessed February 23, 2025.

3. Thomas E. Andreoli ... [and others]. (1997). Cecil essentials of medicine. Philadelphia, Pa. :W.B. Saunders,

  1. dyspnea, https://en.wiktionary.org/w/index.php?title=dyspnea&oldid=66482113. წაკითხვის თარიღი: 2022-04-21
  2. 2.0 2.1 Merriam-Webster's Medical Dictionary, http://unabridged.merriam-webster.com/medical/. წაკითხვის თარიღი: 2015-04-21
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქოშინი“-დან