ქოფუზ-კალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოფუზ-კალეციხე თურქეთში, თორულის სამხრეთ–დასავლეთით. იგი ცენტრიდან დაახლოებით 37 კილომეტრითაა დაცილებული. ციხე სოფელ ქოფუზის ჩრდილოეთით 1780 მ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. გამოყენებული მასალის და საამშენებლო ხელოვნების მიხედვით იგი შუა საუკუნეების ნაგებობა ჩანს. ციხე 60 მ სიმაღლის კლდოვან ფერდობზეა დაშენებული. იგი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მისი სამი კედელის საძირკვლის ფრაგმენტებიღაა აქა იქ შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 46 ISBN 978-9941-8-1990-2