ქოს მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოს მღვიმე — კარსტული მღვიმე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მიგარიის მასივზე, მდინარე ხობისყლის მარცხენა მხარეზე. შეფარდებითი სიმაღლე 10 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში, გაჩენილია სინკლინურ ნაოჭში. მღვიმეს აქვს დაბალი გვირაბის ფორმა, ცალკეული დარბაზული გაფართოებით. კედლები დაკარსტულია, საერთო სიგრძე — 170 მ. მღვიმური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ბრექჩისებრი ნაზარდები; აგრეთვე ლოდნარი. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადული. ძნელმისადგომია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.