ქორწინება (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქორწინება
ჟანრი პიესა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1889
გამოცემულია 1890 წლის 24-31 ოქტომბერს
შესწორდა 1902 წელს

ქორწინება (რუს. Сва́дьба) — ანტონ ჩეხოვის ერთმოქმედებიანი პიესა, რომელიც 1889 წელს დაიწერა. პირველად ცალკეულ ლითოგრაფიულ გამოცემაში გამოქვეყნდა: ქორწინება. ა. ჩეხოვის სცენა ერთ მოქმედებად. კომისიონერ ს. რასოხინის რუსი დრამატული მწერლების საზოგადოების ლითოგრაფია — მოსკოვი: (ცენზურამ დაუშვა 1890 წლის 25 აპრილს; დღის სინათლეზე გამოვიდა 1890 წლის 24-31 ოქტომბერს; დაიბეჭდა 110 ეგზემპლარი). პიესა გარკვეული ცვლილებებით ადოლფ მარქსის გამოცემის მე-7 ტომში შევიდა (1902, გვ. 259—276).

ანალოგიური სიუჟეტი და ზოგიერთი მოქმედი პირია წარმოდგენილი — მოთხრობაში „გენერალთან ქორწინება“. გარდა ამისა, ავტორმა აგრეთვე გამოიყენა ადრე გამოქვეყნებული მოთხრობის, „გარიგების“ გარკვეული ელემენტები.

მოქმედი პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევდოკიმ ზახაროვიჩ ჟიგალოვი, კოლეჯის გადამდგარი რეგისტრატორი.
  • ნასტასია ტიმოფეევნა, მისი ცოლი.
  • დაშენკა, მათი ქალიშვილი.
  • ეპამინონდ მაქსიმოვიჩ აპლომბოვი, მისი საქმრო.
  • ფიოდორ იაკოვლევიჩ რევუნოვ-კარაულოვი, გადამდგარი მე-2 რანგის კაპიტანი.
  • ანდრეი ანდრეევიჩ ნიუნინი, სადაზღვევო საზოგადოების აგენტი.
  • ანა მარტინოვნა ზმეიუკინა, 30 წლის ბებიაქალი, ღია ალისფერი კაბით.
  • ივან მიხაილოვიჩ იატი, ტელეგრაფისტი.
  • ხარლამპი სპირიდონოვიჩ დიმბა, ბერძენი კონდიტერი.
  • დიმიტრი სტეპანოვიჩ მოზგოვოი, მოხალისეთა ფლოტის მატროსი.
  • მძღოლები, კავალერები, ლაქია და სხვ.

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის ეკრანიზაციიდან წამოვიდა დიმბას მიერ წარმოთქმული ფრთიანი ფრაზა: „საბერძნეთში ყველაფერია“.[2]

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოდევილის სიუჟეტზე შეიქმნა ამავე სახელწოდების კომიკური ოპერა „ქორწინება“. კომპოზიტორი: ვლადიმერ ერენბერგი; პირველი დადგმა: ზიმინის ოპერის ტეატრი, მოსკოვი, 1916 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]