ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითატბელი აბუსერისძის კალენდარულ-ასტრონომიული ტრაქტატი, დაწერილი 1233 წელს. ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A № 85, ფ. 306 V).

ხელნაწერ კრებულში ეს თხზულება იწყება 306-ე ფურცლის მეორე გვერდზე და მთავრდება 337-ე ფურცლის მეორე გვერდზე. ნაშრომს სულ უკავია 62 გვერდი (თითოეულ გვერდზე 62 სტრიქონია).

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაშრომს ხელნაწერში საერთო შინაარსის გამომხატველი სათაური არ უძღვის. იგი იხსნება პირველი პარაგრაფის სათაურით: „უკეთუ გინდეს ცნობის, ესე არს თავი დივანთ/ა/ჲ“.

ტრაქტატის პირველი გამომცემელი (მ. ბროსე) მას „საეკლესიო გამოთვლის ტრაქტატს“ უწოდებს. თ. ჟორდანიას ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი, ხოლო კ. კეკელიძემ მას შეარქვა „ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა“.

ასეთი დასათაურება თხზულების საერთო შინაარსიდან ამოდის, რომელიც კარგად გამოხატავს ამ თხზულების რაობას და ენობრივადაც ახლოს დგას ტექსტთან.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნაშრომი 1868 წელს გამოსცა მარი ბროსემ. მის ნაშრომში ქართულ ტექსტს მოსდევს ფრანგული თარგმანი შენიშვნებით და უძღვის მცირე შესავალი წერილი[1].

ტრაქტატის ბროსესეული ტექსტი ხარვეზიანია, მასში გამოტოვილია სააღდგომო გამოთვლების ვრცელი ცხრილი, რომელსაც ხელნაწერში 23 გვერდი უკავია. რაც შეეხება ტექსტუალურ ხარვეზებს, ის თითქმის ყველა სტრიქონში გვხვდება.

აღნიშნული გარეომოება ჯერ კიდევ თ. ჟორდანიამ შენიშნა და განზრახული ჰქონდა მისი მეორე და სრულყოფილი გამოცემა[2].

ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ასტრონომიული ტრაქტატის ავტორად მ. ბროსე და თ. ჟორდანია იოანე შავთელს მიიჩნევდნენ.

ბროსე-ჟორდანიას მოსაზრება ეჭვის ქვეშ პირველად კ. კეკელიძემ დააყენა. მისი აზრით, იოანე შავთელს ეკუთვნის არა მთელი ტრაქტატი, არამედ „მხოლოდ „საძიებელი და მასწავებელი“ ამ კჳნკლოსისა, რომელიც „იამბიკოდაა თქმული“ მის მიერ“[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი. „ტბელ აბუსერიძე“ თბ., 1963, გვ. 67-80

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. M. Brosset, Traite de comput Ecclestiatique, Etudes: De Crhonoloqie technique, Mem. de l'Acad. des siences, VII-e serie, t. XI, №13, St. Peterbourg, 1868
  2. ჟორდანია თ. „ქრონიკები“, II, გვ. 110
  3. კეკელიძე კ. „ძველი ქართული მწელობა“, I, გვ. 305