ქორიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქორიძეებიქართული გვარი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორიძეები უხსოვარი დროიდან დასახლებულან გამოჩინებულის მთაზე. ეს მთა მდებარეობს ქვემო იმერეთისა და გურიის საზღვარზე. ქორიძეებმა ააგეს პატარა ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა, რომელიც 1519 წლით თარიღდება. მღდვლებად და დიაკვნებად თვითონ დადგნენ და ეს თანამდებობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე, მრევლი კი მახლობელი სოფლები ჰყავდათ.

ქორიძეებს სმოსახლო და საყანე ადგილები ნაკლებად ჰქონდათ,სიმინდიც აკლდათ და ლობიო-ღომიც. ნადირიც წინათ ბევრი იყო, მაგრამ თანდათან შემცირდა, ადამიანი კი გამრავლდა.

იმ დროს ბატონი და მფლობელი ის ხდებოდა, ვისაც ძალა ჰქონდა, იარაღიც და საფარიც. რაც დააკლდებოდა და სხვაგან ეგულებოდა, იარაღით იძენდა, ართმევდა. ამ "წართმევიას" ფერხულში არც ქორიძეები ჩამორჩა. ასე, რომ წირვა-ლოცვის დროს რომელიმე ქორიძეს ხელში ჯვარი ან საცეცხლური ეჭირა "წართმევიას"დროს ხმალი.

გამოჩინებულის ქვემო კალთების და ახლომახლო ბარის სოფლები-საჯავახო, ორპირი, საკალოიანო, სამტრედე (ახლანდელი სამტრედია) ყოველთვის დაცემის ქვეშ იყვნენ, რადგანაც სათესი მიწაც და მოსავალიც საკმაო ჰქონდათ. ამიტომ ეს სოფლები გამოჩინებულის ტყეს ქორების ბუდეს, ხოლო შიგ მცხოვრებლებს – ქორებს უწოდებდნენ.

ბოლოს და ბოლოს გამოჩინებულის ფერდობებზე მდებარე მოსახლეობა ქორიძეებს შეუთანხმადა; მოსავლის აღების დროს მუდმივათ ეძლიათ სიმინდი, ლობიო, ღომი, ღვინო, ხოლო ქორებს "წართმევიაზე" ხელი აეღოთ. ეს იყო ძლიერის უფლებიდან გამომდინარე თავისებური ხარკი, რომელიც შემდეგ საადათო სამართალად გადაიქცა. ეს ხარკი ეკლესიაში სამღვრთო შესაწირავის სახით მიდიოდა.

ახლა საჯავახომ, ორპირმა, საკალოიანომ და სხვა სოფლებმა გამოჩინებულის ხალხი ქორიძეებათ მონათლა, ხოლო ზემო ფერდობების, ქორების მიერ დამორჩილებულ მცხოვრებლებს – ქორიძეების "კაცებს", და არა ძეებს უწოდებდნენ, თითქოს ისინი მწვერვალის ყმები იყვნენ.