ქონის ხე
იერსახე
ქონის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sapium sebiferum | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 18435729 | ||||||||||||||
|
ქონის ხე (ლათ. Sapium sebiferum) — ხე რძიანასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 10 მეტრს აღწევს. თესლი დაფარულია ცვილის მსგავსი ძნელდნობადი ცხიმით.
იზრდება აღმოსავლეთ აზიაში — ჩინეთიდან კუნძულ ტაივანამდე. თესლის ნაფიფქისაგან იღებენ ე. წ. ჩინურ მცენარეულ ქონს, რომელსაც სანთლისა და საპნის წარმოებაში იყენებენ.
ფოთლები შეიცავს შავ საღებავს. ზოგჯერ ქონის ხეს სხვა ოჯახების ზოგიერთ ტროპიკულ ხეს ან ბუჩქსაც ეძახიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 548.