შინაარსზე გადასვლა

ქომილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქომილო
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი ჩამლიჰემშინი
კოორდინატები 41°04′12″ ჩ. გ. 41°00′04″ ა. გ. / 41.07000° ჩ. გ. 41.00111° ა. გ. / 41.07000; 41.00111
ადრეული სახელები მურადქოი
მოსახლეობა 200 (2007)[1] ,
244 (2008)[1] ,
233 (2009)[1] ,
233 (2010)[1] ,
236 (2011)[1] ,
236 (2012)[1] ,
218 (2013)[1] ,
211 (2014)[1] ,
214 (2015)[1] ,
201 (2016)[1] ,
197 (2017)[1] ,
350 (2018)[1] ,
262 (2019)[1] ,
241 (2020)[1] ,
238 (2021)[1] ,
233 (2022)[1] ,
240 (2023)[1] ,
234 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[2]
საფოსტო ინდექსი 53750
ქომილო — თურქეთი
ქომილო

ქომილო (თურქ. Komilo; ყოფ. მურადქოი) — სოფელი თურქეთში, მდებარეობს რიზეს პროვინციაში. რიზედან 62 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ჩამლიჰემშინიდან 5 კილომეტრში.[3] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 241 ადამიანი ცხოვრობს.[4]

სოფლის მოსახლეობა ძირითადად ლაზებისაგან შედგება. მათ 2015 წელს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება რათა სოფელს დაბრუნებოდა ისტორიული სახელი. მოსახლეობის უმრავლესობამ აღნიშნული წერილი გადაგზავნა რიზეს პროვინციის გუბერნატორთან. სოფელს ოფიციალურად ეწოდა „ქომილო“[5]. იგი პირველი ლაზური სოფელია, რომელმაც ისტორიული სახელი დაიბრუნა[6].

სოფლის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას.

ქომილო (ქომილო) არის ამ დასახლების ცნობილი უძველესი სახელწოდება.[7] იგივე ფორმით შევიდა თურქულშიც. მართლაც, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულსა და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში იგი მოხსენიებულია როგორც ქომილო (كومیلو).[8][9]

სოფელ ქომილოს მდებარე ლაზეთის რეგიონი ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[10] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულის თანახმად, ქომილო ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ათინას რაიონს ეკუთვნოდა. მოსახლეობა შედგებოდა 20 ოჯახისგან, სულ 150 პირისგან. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობად აღრიცხულია 20 ცხვარი, 67 თხა, 45 ძროხა და 5 ხარი.[11]

კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარმა 1910 წელს ლაზისტანის რეგიონში ჩატარებული კვლევითი ექსპედიციისას სოფლის სახელი დაწერა როგორც „ქომილო“.ნიკო მარი აღნიშნავს, რომ ათინას რაიონში იყო 69 სოფელი, რომელთაგან 64-ში ლაპარაკობდნენ ლაზურ ენაზე. ქომილოც იყო ერთ-ერთი სოფელი, სადაც ლაზურად ლაპარაკობდნენ.ნიკო მარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი დიალექტით ხალხი სოფლის სახელს წარმოთქვამდა როგორც „ჩომილო“.[12] სოფელი ქომილო პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში ჩავარდა. ქართველი ენათმეცნიერი იოსებ ყიფშიძე რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში მოგზაურობისას სოფლის სახელს წერდა ქართულად ქომილო (ქომილო) და რუსულად ქომილო (Комило), და აღნიშნავდა, რომ სოფელში 40 ოჯახში 281 ადამიანი ცხოვრობდა.[13]

სოფელი ქომილო 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში რიზეს პროვინციის ათინას რაიონის არდეშენის თემის ერთ-ერთი სოფელი იყო.[9] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს „გუვანტის" სახელით, რიზესა და არტვინის პროვინციების გაერთიანებით შექმნილ ჩორუჰის პროვინციაში იმავე ადმინისტრაციულ მდგომარეობას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა 332 ადამიანისგან შედგებოდა. ამ დროისთვის ათინის რაიონის სახელი შეიცვალა და გახდა პაზარი.[14] ვინაიდან ქომილო არ იყო თურქული სახელწოდება, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა მურატად.[15] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფელი ჩაირდუზუს მოსახლეობა 463 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთაგან 115 ადამიანი წერა-კითხვის მცოდნე იყო. ამ დროს სოფელი ჩამლიჰემშინის რაიონის ცენტრალურ თემს ეკუთვნოდა.[16] სოფელში მცხოვრები ადამიანების მიერ 2015 წელს შეტანილი განაცხადის შედეგად სახელწოდება ქომილო დაუბრუნდა სოფელს. სოფლის რწმუნებული აღნიშნავს, რომ ქომილო ლაზურად ნიშნავს „ქალღმერთს“.[17]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. 2.0 2.1 https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
  3. Muratköy Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  4. Rize Çamlıhemşin Komilo Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  5. Rize'de köye Lazca isim izni
  6. თურქეთში ძველ ქართულ სოფლებს ისტორიული სახელები დაუბრუნდება
  7. İuri Siharulidze, „Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი) 2 cilt, I. Cilt, Batum, 1977, s. 102.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020. ციტირების თარიღი: 15 Temmuz 2024.
  8. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 372, ISBN 9789157871117.
  9. 9.0 9.1 „Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 620.
  10. „კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  11. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 373, ISBN 9789157871117.
  12. Nikolay Marr, „Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 73, ISBN 9786055753634.
  13. İoseb Kipşidze, „Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), „მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 156, 168.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 15 Temmuz 2024.
  14. „1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 252.
  15. „Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 708.
  16. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 524.
  17. Rize'de köye Lazca isim izni. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 Ocak 2016. ციტირების თარიღი: 30 Aralık 2015.