ქოლგოსანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქოლგოსანნი.
ქოლგოსანა

ეკვადორული ქოლგოსანა (Cephalopterus penduliger)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cephalopterus (E. Geoffroy, 1809)

ქოლგოსანა[1] (ლათ. Cephalopterus) — დიდი ზომის ფრინველთა გვარი კოტინგისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში. მათთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ბუმბულებისგან შემდგარი გრძელი, ბიბილოს ფორმის ქოჩორი თავზე და ქვევით ჩამოშვებული კანის ნაკეცი კისერზე, რომელიც ყველა მხრიდან ბუმბულითაა შემოსილი. ერთი შეხედვით ყვავებს წააგვანან. ნისკარტიც ყვავისას წააგავს, თუმცა უფრო ბრტყელია. ბინადრობენ ტყეებში. უმთავრესად ნაყოფებით იკვებებიან. მათი ძახილი ძროხის ან ხბოს ბღავილს წააგავს. დებენ 2 თეთრ კვერცხს. გვარში 3 სახეობაა,[2] რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია ამაზონის ქოლგოსანა (С. ornatus), რომელიც ამაზონის ზემო წელზეა გავრცელებული; შეფერილია შავად.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 19, 159, 191.
  2. ქოლგოსანა (TSN 557492). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  3. 3.0 3.1 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 159.