ქოლგა (შადრევანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოლგა
Зонтик
კოორდინატები 59°53′08″N 29°55′11″E / 59.885556° ჩ. გ. 29.919722° ა. გ. / 59.885556; 29.919722
მდებარეობა პეტერგოფი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ფ. ბროუერი
მოქანდაკე ი. ბ. კეიზერი
თარიღდება 1796
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810406103

ქოლგა (რუს. Зонтик) — ერთ-ერთი გასართობი შადრევანი პეტერგოფში, სანქტ-პეტერბურგი. კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი. აგებულია 1796 წელს არქიტექტორ ფ. ბროუერის პროექტით. მდებარეობს პეტერგოფის სასახლეებისა და პარკების ანსამბლში მონპლეზირის ხეივანთან ახლოს.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასართობი შადრევანი ქოლგა შეიქმნა 1796 წელს არქიტექტორ ფ. ბროუერისა და შადრევნების ხელოსნის ი. ვ. კეიზერის მიერ. ითვლება, რომ შადრევნის აგებაზე გავლენა მოახდინა ჩინურმა არქიტექტურამ, რაც გამოიხატება კიდეც ცარსკოე-სელოში ჩინური ნაგებობების სიმრავლეშიც. XIX საუკუნის 60-იან წლებში შადრევნის სახურავს მისცეს სოკოს ერთ-ერთი სახეობის, ამანიტის ფორმა. ამ მომენტიდან თითქმის მთელი საუკუნე შადრევანს უწოდებდნენ არა „ქოლგას“, არამედ „სოკოს“. დიდი სამამულო ომის პერიოდში შადრევანი დაინგრა. 1949 წელს შადრევნის აღდგენის პროცესში გადაწყვიტეს მისთვის დაებრუნებინათ თავდაპირველი სახე და სახელწოდება. დასახელება სოკოს დღემდე იყენებს პეტერგოფის ასაკოვანი მოსახლეობა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შადრევანი შეიქმნა პარკის სტუმრების გასართობად. ფორმით ჰგავს ქოლგას: მასიურ ბოძს უჭირავს ფართო მწვანე სახურავი, რომელიც სრულდება ხის მოჩუქურთმებული ნახევარი გუმბათით. ბოძს შემოვლებული აქვს სავარძლის სტილის სკამები. სტუმრები უნდა შევიდნენ ამ სახურავის ქვეშ, მანამ სანამ 64 მილიდან (რომელიც დამალულია ჩუქურთმებში) წამოვა წყლის ნაკადი, რომელიც ქმნის წყლის ფარდას. მეორე ვერსიით სტუმრები სხედან ამ სკამებზე და უეცრად ირთვება წყლის მიწოდება, ისინი იძულებული არიან გავიდნენ წყლის ნაკადის ფარდის ქვეშ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кючарианц Д. А., Раскин А. Г. Сады и парки дворцовых ансамблей Санкт-Петербурга и пригородов. — СПб: Паритет, 2009. — 386 с. — ISBN 5-93437-160-6.