შინაარსზე გადასვლა

ქოზციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოზციხე — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ნაგებია ფიქალით. დანგრეულია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევები. ციხეს გარს აკრავს ფიქლის მაღალი გალავანი, რომელიც მთის ფერდობზე საფეხურებად იშლება.