ქიოვ-ათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქოვ-ათა)
ქიოვ-ათა
კოორდინატები: 38°18′01″ ჩ. გ. 57°31′08″ ა. გ. / 38.30028° ჩ. გ. 57.51889° ა. გ. / 38.30028; 57.51889
მდებარეობა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
ტერიტორიული ერთეული ახალის ველაიათი
სიგრძე 0,075 კმ
სიგანე 0,023 კმ
ფართობი 0,00105 კმ²
მოცულობა 6,5e-6 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 14 
მარილიანობა 2632 
ქიოვ-ათა — თურქმენეთი
ქიოვ-ათა

ქიოვ-ათა, ქოვ-ათა, ქოუ-ათა (თურქმ. Köw-ata) — ბუნებრივი წარმოშობის მიწისქვეშა ტბა თურქმენეთში, ბაჰარდენის მღვიმეში, ქალაქ აშხაბადიდან 100 კმ-ში. გაწოლილია მღვიმის შესასვლელიდან 60 მ-ით დაბლა.[1] ზედაპირის ფართობი 1050 მ², სიგრძე 75 მ, ხოლო სიგანე 14-იდან 23 მ-მდე. მაქსიმალური სიღრმე 14 მ.[2] წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 33-37,5°C აღწევს.[3] ტბის სამკურნალო წყალი შეიცავს 38 ქიმიურ ელემენტს, რომელთა შორისაა: გოგირდი, იოდი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, სულფატები, ალუმინი, ბრომი, რკინა, სტიბიუმი. ტბაში ბანაობა სასიკეთოდ მოქმედებს ორგნიზმზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება რევმატიზმის, გაციების, თირკმელებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მღვიმეში ყოფნა რეკომენდებულია არაუმეტეს 45 წუთისა, ხოლო ტბაში არაუმეტეს 20 წუთისა. პირველი მეცნიერული ცნობები მღვიმისა და ტბის შესახებ გაჩნდა 1856 წელს, თუმცა ფართოდ გახდა ცნობილი 1896 წლის პუბლიკაციის შემდეგ. ფლორა და ფაუნა მეტად ღარიბია. მღვიმეში გვხვდება ღამურების მცირე კოლონიები, რომლებიც 6 სახეობას მიეკუთვნებიან. მცენარეულობიდან მღვიმეში გავრცელებულია მხოლოდ ლიქენების რამდენიმე სახეობა.[1] გვხვდება აგრეთვე მხედველობას მოკლებული კიბოსნაირები. ბაჰარდენის მღვიმე და მათ შორის ქიოვ-ათა თურქმენეთის ერთ-ერთი ტურისტული ობიექტია. ქიოვ-ათა აგრეთვე ცნობილია როგორც ბაჰარდენის მიწისქვეშა ტბა და ბაჰარდენის ტბა. სახელწოდება თურქმენული ენიდან ითარგმნება როგორც „მღვიმეების მამა“.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Подземное озеро «Ков-Ата». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-08. ციტირების თარიღი: 2019-08-08.
  2. Пещеры: Межвузовский сборник научных трудов. Выпуск 18.
  3. Ков-ата - Бахарлынское подземное озеро. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: 2019-08-08.
  4. Подземное озеро "Ков-Ата"