ქოანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქოანები — ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ცხვირის ღრუს შიგა ხვრელები. ქოანების კედლებს ქმნიან ქვემოდან სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტა, გარედან ძირითადი ძვლის ფრთისებური მორჩის მედიალური ფირფიტები, ხოლო შიგნიდან სახნისის ძვლის თავისუფალი კიდე. ქოანების საშუალებით ცხვირის ღრუ უკავშირდება ცხვირხახისა და პირხახის ღრუებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]