ქნოღო (გერმუხის ქედი)
იერსახე
| ქნოღო | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
| სიმაღლე | 2875 მ |
| ქედი | გერმუხის ქედი |
| ამგებელი ქანები | დაციტი |
ქნოღო — ვულკანური მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე პატარა ლიახვის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონედან 2875 მ. აგებულია პლიოცენ-მეოთხეული დაციტებით. აქვს 3 კმ სიგრძის ლავური ღვარი. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 542.