შინაარსზე გადასვლა

ქნაფი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქნაფი (არაბ. كنافة) — ტრადიციული არაბული დესერტი. მზადდება ვერმიშელის მსგავსი ცომის ნაწარმით, სახელად ქადაიფი,[1][2] რომელიც ამოვლებულია შაქრის სიროფში (ჰქვია კატარი), და როგორც წესი, მოყრილი/მოსხმული აქვს ყველი ან სხვა ინგრედიენტი, მაგალითად, სქელი ნაღები, ფსტა ან თხილი (რეგიონის მიხედვით).[3] პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში.[4][3][5][6][7][8] თურქეთში მას Künefe-ს უწოდებენ.

არაბულად ეს სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს როგორც თავად ცომს, ისე მთელ დესერტს. თურქულად ცომი ცნობილია როგორც tel kadayıf, ხოლო ყველით დამზადებული დესერტი, რომელშიც ამ ცომს იყენებს — künefe. ბალკანეთში მსგავსი ცომი ცნობილია როგორც kadaif/cataif, საბერძნეთში, როგორც kadaifi, და წარმოადგენს სხვადასხვა კერძის მთავარ შემადგენელს.

  1. ↑ „Cheese pastry (künefe)“.
  2. ↑ Tel kadayıf hamuru tarifi.
  3. 1 2 Davidson, Alan (2014) The Oxford Companion to Food. Oxford University Press, გვ. 33, 661–662. ISBN 9780199677337. 
  4. ↑ Knafeh en.
  5. ↑ Food, Cuisine, and Cultural Competency for Culinary, Hospitality, and Nutrition Professionals (en). 
  6. ↑ Classic Palestinian Cuisine (en). 
  7. ↑ At the Table: Food and Family around the World: Food and Family around the World (en). 
  8. ↑ Desserts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-20. ციტირების თარიღი: 2024-03-02.