ქიცვფეხასებრნი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქიცვფეხასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Lialis burtonis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pygopodidae | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
![]() | ||||||||||||
|
ქიცვფეხასებრნი (ლათ. Pygopodidae) — ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკების რიგისა. მათი გველისებრი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. წინა კიდურები არა აქვთ, უკანა რედუცირებულია. კუდი ძალიან გრძელია, თვალები — პატარა, გუგა — ვერტიკალური, ქუთუთოები — შეზრდილი, გამჭვირვალე. ოჯახში 8 გვარი და 30-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ავსტრალიაში და მიმდებარე კუნძულებზე. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქიცვფეხა (ლათ. Pygopus lepidopus), რომლის სიგრძეა 75 სმ. მისი უკანა კიდურები ქერცლით დაფარული ლაპოტებია და მოძრაობაში არ მონაწილეობს. აქტიურია ღამით. ბინადრობს ბალახში. იკვებება წვრილ-წვრილი ცხოველებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 539.