ქიში-სარიობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქიში-სარიობა
ყაზახ. Кіші Сарыоба
კოორდინატები: 51°11′09″ ჩ. გ. 72°12′00″ ა. გ. / 51.18583° ჩ. გ. 72.20000° ა. გ. / 51.18583; 72.20000
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ტერიტორიული ერთეული არშალის რაიონი, აყმოლის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 400 
სიგრძე 3,4 კმ
სიგანე კმ
ფართობი 5,2 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 8,6 კმ
საშუალო სიღრმე
ქიში-სარიობა — ყაზახეთი
ქიში-სარიობა

ქიში-სარიობა (ყაზახ. Кіші Сарыоба — „პატარა სარიობა“) — მლაშე ტბა ყაზახეთში, აყმოლის ოლქის არშალის რაიონში, მდინარე იშიმის აუზში, სოფელ სარიობის სამრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 400 მეტრზე.

სარკის ფართობი 5,2 კმ²-ია, სიგრძე — 3,4 კმ, სიგანე — 2 კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე — 8,6 კმ. საშუალო სიღრმე — 2 .

გაზაფხულობით ქიში-სარიობაში ჩაედინება პატარა მდინარე. სანაპირო ჰორიზონტალურია, სიმაღლით 2–3 მ. აკვატორია ღიაა, ნაპირიდან 100–150 მ-ის მოშორებით ვხვდებით წყალქვეშა მცენარეულობას. გაზაფხულზე, ზომიერ წლებში წყლის დონე 0,4–0,5 მ-ით იზრდება, ხოლო თბილ წლებში — 1,0–1,2 მ-ით. ყინულის სისქე 0,7–0,8 მ-ს შეადგენს, ზამთარში — 1 მ-მდე. მაღალია წყლის მინერალიზაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]