შალვა ქიქოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქიქოძე, შალვა)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქიქოძე.
შალვა ქიქოძე
Шалва Кикодзе Автопортрет. 1920.jpg
შალვა ქიქოძე, ავტოპორტრეტი
სრული სახელი შალვა ქიქოძე
დაიბადა 27 მაისი, 1894
დაბადების ადგილი ბახვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 7 ნოემბერი, 1921
გარდაცვალების ადგილი ფრაიბურგი, გერმანია
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა
გრაფიკა

შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე (დ. 27 მაისი, 1894, ბახვი — გ. 7 ნოემბერი, 1921, ფრაიბურგი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ქიქოძემ საშუალო ცოდნა მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ამავე წელს იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად 1914-1917 წლებში სწავლობდა მხატვრობას ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. ჯერ კიდევ მოწაფის სკამზე მჯდომარე, მონაწილეობას იღებდა მოსკოვის სათეატრო ჟურნალში «Рампа и жизнь», სადაც მოთავსებულია მის მიერ დახატული კარიკატურები. ამას გარდა, მოსკოვის თეატრში «Летучая мышь», დახატული ჰქონდა დიდი პანო, რაც იმ დროს ყურადღებით იყო აღნიშნული. ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ იგი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ხატავდა მარცხენა ხელით.

1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიციაში — შეასრულა ფრესკების პირები. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1919 წელს ქიქოძემ თბილისში გიორგი ჯაბადარის თეატრში, მხატვრულად გააფორმა ჯ. ჯაკოზას პიესა „ვითა ფოთლები“ და სხვა. 1919 წლის დეკემბერში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში, სადაც 1921 წელს ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად მოეწყო ქიქოძის სურათების გამოფენაც. მისმა სურათებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც პარიზის პრესაშიც იყო აღნიშნული.[1]

საჯარო გამოფენაზე შალვა ქიქოძემ პირველად მონაწილეობა მიიღო თბილისში. 1919 წელს ადგილობრივმა პრესამ ერთხმად აღნიშნა მისი ნიჭი და ქართველმა საზოგადოებამაც ახალგაზრდა მხატვარზე დიდი იმედები დაამყარა. 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის. შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წლის 7 ნოემბერს 27 წლის ასაკში.[1] იგი დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.[2]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისმა ნამუშევრებმა გაამდიდრა ქართული ფერწერა როგორც თემატიკურად, ასევე მხატვრული თვალსაზრისით. ქიქოძის ფერწერისთვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, გამომსახველობა, მკაფიო ნახატი, კოლორიტი.

ქიქოძის ნამუშევრებია: „ხევსურეთი“ (1920), „გურული ქალი დოქით ხელში“ (1921), „აჭარელი ჩადრიანი ქალები“ (1921); აგრეთვე პარიზის ცხოვრების სცენები; „ლუქსემბურგის ბაღი“ (1920), „რესტორანში“ (1921). ზოგიერთ ნაწარმოებში ქიქოძე მიმართავდა სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებს: „დაკარგული მეგობრის გახსენება“ (1920), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). 1928 წელს თბილისში მოეწყო ქიქოძის ნახატების პერსონალური გამოფენა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 538, თბ., 1986 წელი.
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 48
  • აბესაძე ი., შალვა ქიქოძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1978, № 8;
  • ბაგრატიშვილი ქ., შალვა ქიქოძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1965, № 1;
  • დაუშვილი ვ., მხატვარი შალვა ქიქოძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, № 8.
  • მ. ციციშვილი; ი. აბესაძე "შალვა ქიქოძე" 2015წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: