ქიონულ ნურულაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქიონულ ნურულაევა
ქიონულ ნურულაევა
აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 2017

დაბადებული1 დეკემბერი, 1985 (1985-12-01) (36 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

ქიონულ ნურულაევა (აზერ. Könül Nurullayeva; დ. 1 დეკემბერი, 1985, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი.[1] აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენდერული თანასწორობის კომისიის წევრი, ისლამური სოლიდარობის სპორტის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი 2010 წლის ვანკუვერის და 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე, „ბაქო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, „ისლამური სოლიდარობის თამაშების“ საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი.[2]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიონულ ნურულაევა დაიბადა 1985 წლის 1 დეკემბერს ბაქოში. 1992-2000 წლებში სწავლობდა ნ. ტუსის სახელობის საშუალო სკოლაში. 2003-2008 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტზე. 2008-2010 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ევროპული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიონულ ნურულაევა თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში არაერთი პროექტის ხელმძღვანელი იყო. ახალგაზრდობაში არაერთი სპორტული პროექტის კოორდინატორი იყო, ხელმძღვანელობდა კონფერენციებს, სემინარებს და სპორტული პროექტებს აზერბაიჯანში. მის მიერ ჩატარებული ზოგიერთი პროექტია: „დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელების რეგიონალური ფორუმი“, „ევროპის სამართლიანი თამაშების მოძრაობის კონგრესი“, „ოლიმპიურ თამაშებში ატლეტთა ევროპული კლასიფიკაციის შეჯიბრი“, „ბაქო 2014“, „ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 43-ე გენერალური ასამბლეა“ და სხვა. გარდა ამისა, „2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე“ ბაქოს კანდიდატურის წარდგენისას ნურულაევა საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nurullayeva Könül Oruc qızı. meclis.gov.a. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 oktyabr 2020. ციტირების თარიღი: 13 noyabr 2020.
  2. Nurşən Quliyev. (18 sentyabr 2015) IV İslam Həmrəyliyi Oyunlarının Azərbaycanda keçirilməsi üzrə Təşkilat Komitəsi yaradılıb. apa.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 noyabr 2020. ციტირების თარიღი: 13 noyabr 2020.