ქიოიჯეღიზის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქიოიჯეღიზის ტბა
Köyceğiz Gölü
ტბა 2005 წელს
ტბა 2005 წელს
კოორდინატები: 36°54′57″ ჩ. გ. 28°39′47″ ა. გ. / 36.916028° ჩ. გ. 28.663250° ა. გ. / 36.916028; 28.663250
მდებარეობა მუღლა
თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 52 კმ²
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ქიოიჯეღიზის ტბა (თურქ. Köyceğiz Gölü) — 5200 ჰექტარის ფართობის მქონე ტბა თურქეთში, რომელიც მდებარეობს მუღლის პროვინციაში და არის თურქეთის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა. ატარებს მიმდებარედ არსებული ქალაქ ქიოიჯეღიზის სახელს. იგი დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვასთან ვიწრო დალიანის არხით, რომელიც მიედინება ამავე სახელწოდების (დალიანი) ქალაქისა და უძველესი ქალაქ კაუნოსის ტერიტორიაზე. დალიანის არხი უერთდება ზღვას იზთუზუს სანაპიროზე.

ტბის მიმდებარე ტერიტორია, განსაკუთრებით კი დალიანის ზღვასთან შეერთების ადგილი, არის მნიშვნელოვანი დაცული ნაკრძალი და პოპულარული ტურისტული მიმართულება. თავის მხრივ, ეს ტერიტორია არის ქიოიჯეღიზის-დალიანის სპეციალური გარემოსდაცვითი ტერიტორიის ნაწილი.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ქიოიჯეღიზის ტბაში

ტბა ივსება მდინარე ნამნამისა და იუვარლაქჩაის და რიგი მთის ნაკადულის მეშვეობით. ნაკადულების წყალი შედგება: თოვლის დამდნარი წყლისა და მტკნარი წყლისგან, ასევე თბილი გოგირდოვანი წყლით, რომელიც გამოდის ნასხლეტიდან. ტბის სიღრმე 20-დან 60 მეტრამდე მერყეობს. ტბა მდიდარია თევზით.

ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ქიოიჯეღიზის ტბას გარშემო ველი არტყავს, ხოლო სხვა ნაწილები მთებითაა გარშემორტყმული. სამხრეთ-დასავლეთით ყველაზე მაღალი წერტილია იოლემეზის მთა (937 მეტრი) და ბოზბურუნ-თეფესი (556 მეტრი) სამხრეთით. ტბაში არსებობს ხუთი უკაცრიელი კუნძული, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილია, როგორც ჰაფისჰანე-ადასი, რაც ციხის კუნძულს ნიშნავს. თავდაპირველად კუნძული სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, შემდეგ კი ციხედ გადაიქცა. დღეისთვის აღარ გამოიყენება როგორც ციხე და მიტოვებულია.[1]

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბა ჩამოყალიბდა 7500 წლის წინ, როდესაც ხმელთაშუა ზღვის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. ქიოიჯეღიზის ტბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ნასხლეტის ხაზი, რომელიც შემოზღუდულია რამდენიმე გოგირდოვანი ცხელი წყაროებით.[1]

სპეციალური დაცვის ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბა ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ტერიტორიად გადაიქცა. თავისი ბუნებით და დალიანის აუზთან ერთად, იგი ქიოიჯეღიზის-დალიანის სპეციალური გარემოსდაცვითი ტერიტორიის ნაწილია.

სულთანიეს ჩრდილოეთით სანაპიროზე, ჰამითქიოის ჩრდილო-დასავლეთით, ქიოიჯეღიზის, ქავაქარასის და თეფეარასის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ არსებობს დიდი ჭაობიანი ტყეები, თავისი ენდემური მცანარით — Liquidambar orientalis. სახეობათა უმრავლესობა ხვდება მუღლის პროვინციაში, მარმარის მახლობლად და ქიოიჯეღიზ-დალიანის დაცულ ტერიტორიაზე. ტბის გარშემო პატარა ვეთლენდები საინტერესოა მათი ფრინველთა ცხოვრების გამო. ტერიტორია იზიდავს ბევრ ორნიტოლოგს. ტერიტორია ასევე მდიდარია ქვეწარმავლებით (კუები, გველები) და მწერებით.[2] ტბის თევზის სახეობებს შორისაა ორი ენდემური ცხოველი, ესენია Knipowitschia byblisia და K. caunosi, რომლებიც მხოლოდ 2011 წელს შეიტანეს მეცნიერებაში.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dalyan 2005 Gezi Kitabı, Fatih Akaslan, ISBN 975-270-471-9
  • Köyceğiz-Dalyan (A journey through the history within the labyrinth of nature, Altan Türe, Faya Kültür Yayınları-1, 2011, ISBN 978-978-978-605-3
  • Cornucopia magazine, 20th edition, 2000: Reflections on Water; The Lake: part 1; author: Lady Patricia Daunt

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Die Amphibien und Reptilien der Südwest-Türkei; M. Franzen, M. Bußmann, Th. Kordges. B. Thiesmeier; Laurent Verlag; 2008; ISBN 978-3-933066-38-1
  2. Cantecleer Natuur reisgidsen Turkije, blz. 81-86; Aygün Kasparek en Max Kasparek; 1992; ISBN 90-213-1000-7
  3. Ahnelt, H. (2011). Two new sympatric Knipowitschia species Teleostei: Gobiidae) from an eastern Mediterranean coastal lake - examples of different dispersal patterns? Zootaxa 3114: 22-30.