ქიმი

ქიმი ან რებორდა (ფრანგ. rebord) — ბორბლის რგოლის ან შკივის გამოწეული ნაწილი, რომელიც იცავს ბორბლის გვერდითი გადაწევისაგან მისი მოძრაობისას რელსებზე ან ბაგირზე, ასევე ღვედის გადაწევისაგან შკივთან მიმართებაში. ფართედაა ცნობილი ქიმების გამოყენების მაგალითები — მოძრავი შემადგენლობის ბორბლებზე რკინიგზის ტრანსპორტში. ისინი არ აძლევენ საშუალებას ბორბლებს ჩავარდნენ ლიანდაგში. ასევე ქიმები ფართედ გამოიყენება ტვირთამწევი მექანიზმების შემადგენლობაში.
ბორბალზე ქიმების რაოდენობიდან გამომდინარე გამოყოფენ ერთქიმიან და ორქიმიან ბორბლებს. როგორც წესი, ერთქიმიანი ბორბლები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ერთ ღერძზე გამოიყენება ორი ბორბალი — გოგორწყვილი და აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნეს საკმარისი თავისუფლება გოგორწყვილების გადასაადგილებლად ღერძის მიმართულებით (ლიანდაგის ღერძის პერპენდიკულარულად).

გოგორწყვილის ცენტრირება ლიანდაგის ღერძთან მიმართებაში უპირატესად ხდება ბორბლის მოძრავი ზედაპირის მიხედვით კონტაქტის წერტილის გადაადგილებით (ბორბლის მუშა ნაწილით, რომელიც ეკონტაქტება რელსის თავის ზედაპირს), რომელსაც ჭრაში აქვს მოჭრილი კონუსის ფორმა ქიმისკენ გაფართოებით: წყვილის გვერდზე გადანაცვლებისას, ერთი ბორბლის ეფექტური რადიუსი ოდნავ იზრდება, ხოლო მეორის მცირდება, მყარად დაკავშირებული ბორბლები იწყებენ ერთი მეორის გადასწრებას, წარმოიქმნება მართვის ეფექტი, რომელიც წყვილს გადაადგილებს უკან, ცენტრალური მდგომარეობისკენ. ამასთან ქიმი ემსახურება გოგორწყვილის დამატებითი გადაადგილების დამაკავებელს ლიანდაგთან მიმართებაში. მოძრავი შემადგენლობის პირდაპირი მიმართულებით მოძრაობისას ქიმი პრაქტიკულად „არ მუშაობს“, ანუ არ ეხება რელსის თავს. ბორბლის ქიმის აქტიური კონტაქტი რელსის თავთან ხორციელდება მოძრავი შემადგენლობის მოძრაობისას ლიანდაგის მოხვეულ უბნებზე, სადაც ადგილი აქვს მარჯვენა და მარცხენა რელსებს შორის თარაზოში სხვაობას.
ორქიმიანი ბორბლების მუშა ზედაპირს აქვს ცილინდრული ფორმა, ასეთი ბორბლებისთვის დამახასიათებელია გადაადგილების თავიდან აცილება მხოლოდ ქიმის ხარჯზე.
ქიმზე განლაგებული ბორბლის წერტილები მატარებლის მოძრაობისას აღწერენ წაგრძელებულ ციკლოიდს. იმ მომენტში, როდესაც წერტილი იმყოფება ტრაექტორიის ქვედა წერტილთან, ათვლის უძრავ სისტემაში ის მოძრაობს უკან — მატარებლის მოძრაობის საპირისპირო მხარეს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Косов В. С., Березин В. В., Быков В. А. Факторы устойчивости порожних вагонов დაარქივებული მაისი 2, 2022 საიტზე Wayback Machine / УДК 629.4.027.(047.1), Всероссийский научно-исследовательский и конструкторско-технологический институт подвижного состава (ВНИКТИ) // Журнал «Мир транспорта», 2012, № 2. ISSN 1992-3252