ქილისის მუზეუმი
| ქილისის მუზეუმი | |
|---|---|
| 36°43′01″ ჩ. გ. 37°06′40″ ა. გ. / 36.71694° ჩ. გ. 37.11111° ა. გ. | |
| დაარსდა | 2012 წელი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | ქილისი |
![]() | |
ქილისის მუზეუმი (თურქ. Kilis Müzesi) — მუზეუმი ქილისში, თურქეთში
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი მდებარეობს ქილისში, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ახალი პროვინციული ცენტრია. ის განთავსებულია ნემიკას ქუჩაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი განთავსებულია სასახლეში, რომელსაც ნეშეთ ეფენდის კონაღი ერქვა. სასახლე აშენდა 1927 წელს. 1979 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა შენობა. 1986-2008 წლებში ის იყო ქილისის საჯარო ბიბლიოთეკა. 2012 წლის 20 ივნისს გაიხსნა როგორც ქილისის მუზეუმი.[1]
გამოფენილი ნივთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქილისი მდებარეობს არქეოლოგიური აღმოჩენებით მდიდარ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით გორასამარხი სახელწოდებით ოილუმ ჰოიუკი, რომელიც ქილისის ცენტრიდან სულ 6 კილომეტრით (3.7 მილი) სამხრეთ-აღმოსავლეთით არის განთავსებული, არქეოლოგიური აღმოჩენების მნიშვნელოვანი წყაროა.[2] მუზეუმის პირველი სართული არის არქეოლოგიის სექცია. პირველ ოთახში გამოფენილია პალეოლითური და ნეოლითური აღმოჩენები. მეორე ოთახი გამოყოფილია ადრეული ბრინჯაოს ხანისთვის, ხოლო მესამე ოთახი - ბრინჯაოს ხანის შუა პერიოდისთვის. გვიანი ბრინჯაოს ხანის, რკინის ხანის, ელინისტური, რომაული და ბიზანტიური ნივთები განთავსებულია მთავარ დარბაზში.[3]
ზედა სართული არის ეთნოგრაფიის სექცია. ექვსი ოთახიდან ერთი ოთახი არის ქილისელი მოქალაქეების სასტუმრო ოთახი კლასიკური ავეჯითა და მანეკენებით, რომლებიც წარმოადგენენ სამ თაობას. ერთი ოთახი არის საძინებელი, ხოლო კიდევ ერთი - სამზარეულო სპილენძის ჭურჭლით.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ministry of Culture and Tourism Kilis branch page (in Turkish)
- ↑ Cultural Property page (in Turkish)
- 1 2 Kilis governor's page tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-24. ციტირების თარიღი: 2016-11-23
