ქვიშის კარიერის გენერლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქვიშის კარიერის გენერლები
ჟანრი დრამა
რეჟისორი ჰოლ ბარტლეტი
პროდიუსერი ჰოლ ბარტლეტი
სცენარის ავტორი ჰოლ ბარტლეტი
როლებში კენტ ლეინი
ტიშა სტერლინგი
ჯონ რუბინშტეინი
ბაჩ პატრიკი
მარკ დე ბრაისი
დორივალ კაიმი
ალეხანდრო რეი
კომპოზიტორი ლუის ოლივეირა
ოპერატორი რიკარდო არონოვიჩი
გამოსვლის თარიღი ივლისი 1971
ხანგრძლივობა 102 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური

ქვიშის კარიერის გენერლები (ინგლ. The Sandpit Generals, გაქირავებაში აგრეთვე The Defiant, The Wild Pack) — ამერიკელი რეჟისორის ჰოლ ბარტლეტის 1971 წლის დრამატული ფილმი, რომელიც გადაღებულია ჟორჟი ამადუს რომანის „ქვიშის კაპიტნების“ მიხედვით. 1970-იან წლებში აშშ-ში ფილმმა შეზღუდული გაქირავება მიიღო და არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით სოციალისტური თემატიკის გამო. სსრკ-ში ფილმი უჩვენეს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე. ფართო გაქირავებაში ფილმი გამოვიდა 1974 წელს. სსრკ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფილმისთვის დაწერილი მუსიკა, მათ შორის დორივალ კაიმის სიმღერა „Suíte do Pescador“. ფილმში გაშუქებულია ათასობით მიტოვებული ბავშვის ისტორია სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიაში ისინი ნაგავსაყრელებზე ცხოვრობენ, ძირითადად წვრილმანი ქურდობით ირჩენენ თავს, მათი სახლი — ქუჩაა, ისინი ამ ცხოვრებაზე გაბოროტებული მარტოხელა ბავშვები არიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]