ქვიშა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ქვიშები)
| ქვიშა | |
|---|---|
| დიუნი, მაროკო | |
| ცნობები | |
| ტიპი | დანალექი |
| გამოიყენება | მშენებლობაში |
ქვიშა — წვრილმარცვლოვანი ფხვიერი დანალექი ქანი ან თანამედროვე ნალექი. შედგება სხვადასხვა მინერალის ან ქანის მომრგვალებული ან დაკუთხული მარცვლებისაგან (ზომა 0,1-1 მმ ). წარმოშობის მიხედვით განარჩევენ: მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ, ფლუვიოგლაციალურ და ეოლურ ქვიშებს; მინერალური შედგენილობის მიხედვით — კვარციან, გლაუკონიტ-კვარციან, მინდვრის შპატიან-კვარციან, ქარსიან და სხვა ქვიშებს. ჩვეულებრივ იყენებენ საშენ მასალად; კვარციან ქვიშებს — მინის, კერამიკისა და სამსხმელო წარმოებაში. ძვირფასი მინერალების (თვითნაბადი ოქრო და პლატინა, ცირკონი, რუტილი და სხვ.) შემცველი ქვიშების დანაგროვი წარმოადგენს ქვიშრობრივ საბადოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 522.